საამაყო მამა - სალაჰი შვილის დაბადების დღეზე მულტფილმის გმირი გახდა - 16 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. გოგა ბითაძეს NBA-ში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა.

2. გიორგი ხარაიშვილმა მიღებული ტრავმის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

3. ლიონელ მესიმ მე-6 "ოქროს ბუცი" მიიღო.

4. ქუთაისის "ტორპედო" "საბურთალოსთან" მატჩისთვის აკადემიის ფეხბურთელებით ემზადება.

5. თსუ-მ "ბათუმი" ბოლო წამებზე დაამარცხა.

6. თორნიკე შენგელიამ თავის ტრავმაზე ისაუბრა.

7. თბილისის "დინამოს" გერმანული ბრენდი შემოსავს.

8. tuttosport-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" სათავეში იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება.

9. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება "ელ კლასიკო" გადაიდოს.

10. "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი შვილის დაბადების დღეზე მულტფილმ "მოანას" გმირი მაუი გახდა და
ასე აღნიშნა თავისი გოგონას 5 წლის იუბილე. "ლივერპულის" ფანებს კი "მოს" ასეთ ფორმაში ხილვა "მანჩესტერის" წინააღმდეგ მოახლოებულ თამაშში სურთ. ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საამაყო მამა კი ნამდვილად არის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული