"გავიდეთ და ბურთი თავზე დავახიოთ" - ზურიკო დავითაშვილის სიტყვა ხორვატიასთან თამაშის წინ - 17 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2. ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე გამოვა.

3. მაკგრეგორი ბრუნდება - ცნობილი გახდა, ვინ იქნება მისი მეტოქე დეკემბერში.

4. "ბარსელონას" ლეგენდა პირდაპირ ეთერში ატირდა.

5. ზუსტად 20 წლის წინ: მიხაილ შუმახერი დაბრუნდა, თანაგუნდელს ჩემპიონობა დააკარგვინა და საუკეთესო გახდა.

6. შოთა არველაძემ ინტერვიუ აზერბაიჯანულ გამოცემას მისცა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

7. ცნობილი გახდა, რომ  საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უკრაინას ორჯერ შეხვდება.

8. ესპანურმა fichajes.net-მა რუსეთში დავითაშვილი და კვარაცხელია გამოარჩია.

9. თორნიკე შენგელია კარგად გაისარჯა, მაგრამ დე კოლოს
ვერაფერი მოუხერხეს
.

10. "ბარსელონასა" და "რეალის" მატჩი გადაიტანეს.

11. Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" 4 პოზიციაზე 6 ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.

12. საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრმა, თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშე გიორგი იაკობიძემ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში თქვა, თუ რა სიტყვებით მიმართა ზურიკო დავითაშვილმა ნაკრების ფეხბურთელებს: "ჯერ იმიტომ უნდა ვითამაშოთ მაგრად, რომ ჩვენ უკან საქართველოა; მეორეც, ელიტრაუნდში პირველ ადგილზე გასვლით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას გავიადვილებთ; მესამე, ხომ გვინდა რომ დაგვაფასონ (ხორვატები, რომლებიც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სასტუმროში, გამარჯობას არავის ეუბნებოდნენ) და ზემოდან აღარ შემოგვხედონ?! ჰოდა, გავიდეთ და ბურთი თავზე დავახიოთ".
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩვენი ჯიში და ჯილაგი ათასეული წლების წინ ჩამოყალიბდა და არსებობის გრძელი გზა გაიარა. არ შეიძლება ათეულობით საუკუნე გამოვლილ გენს უკვალოდ ჩაეარა და არავისზე ნაკლები არა ვართ. სანამ პირველობის ამბიცია გვექნება, მანამ ვიარსებებთ, როგორც ერი. სხვა შემთხვევაში საძოვარზე გაგებული ნახირი ვიქნებით.
თენგაბი
19 ოქტომბერი 2019 11:04
1
ანგარიში 2:0 რაზე მეტყველებს,გამაგიჟებს ეს ხალხი.
გია ჯაში
18 ოქტომბერი 2019 16:45
2
გენაცვალე ზურა შენ და ყველას U-19 ვინც მასეთი შემართებით გახვედით მოედანზე. ზურა პატარა აღარაა და აცნობიერებს ხორვატებზე ბურთის თავზე გადახება რაცაა. ხოდა მასეთი ჟინით გევლოს მთელი შენი კარიერის რთული გზა მწვერვალისაკენ. მიყვარხართ და ძალიან გაფასებთ.
Geo_Dinamo
18 ოქტომბერი 2019 16:32
0
ყოჩაღ ზურიკო. ასე იბადებიან ლიდერები.
saba
18 ოქტომბერი 2019 16:17
0
ჩვენებმა 8-ჯერ დაარტყეს ბურთი და იმათ მგონი 25-ჯერ. ვინ ვის დაახია ბურთი საკითხავია?? ბაქი-ბუქა გრუზინები ხართ რა.
odala
18 ოქტომბერი 2019 16:16
45
ვესტ ჰემი - დინამო თბილისის მატჩს უყურე.
ვინცხა
21 ოქტომბერი 2019 22:20
0
გრუზინი არა,შენი თავი მომცა 3 წუთით
ALONZO
19 ოქტომბერი 2019 12:02
0
ყველა გამოხმაურება
ეგრე რა! თქვენ გენაცვალეთ ჯიგარში, ბურთიც უნდა დაახიოთ და ზედაც უნდა წამოიხიოთ.
აი ესეთ განწყობბით უნდა გავიდეს ყველა ქართველი მოედანზე და მერე!!! თუ გავბრაზდით, მერე ვერავინ ვერ მოგვერევა, ვერააა!!!
კ ო მ ბ ლ ე
18 ოქტომბერი 2019 14:41
0
მშვენიერი გამაღიზიანებელი მიუციათ ხორვატებს.ჰოდა მიიღეს,რაც ეკუთვნოდათ.საქართველო ყოველთვის თქვენ ზურგს უკანაა ბიჭებო და ეს,არასოდეს დაივიწყოთ.წარმატებები.
სოსო
18 ოქტომბერი 2019 13:23
0
ეგრე, 1997-98 წლებში, ბუფონის იტალიას და როსიცკის ჩეხეთს ვუგებდით- ახალგაზრდულებში. შედეგი? მაგ ხორვატებიდან, მინიმუმ 2-3კაცი 20-25 მილიონად გადავა სერია-ა, ან ბუნდესლიგაში. ჩვენები კი, როსტოვი-ურალი-ყაირათის დონის გუნდებში. რატომ? გაიხსენეთ კლასიკა-ნაცნობი ჰოლანდიელის უკვდავი ფრაზა :)
1234
18 ოქტომბერი 2019 13:21
23
კი, დაე მუდამ გვახსოვდეს და თან გვდევდეს ეგ ფრაზა, რომელიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც 1997 წელს, როცა მყივარლა ჰოლანდიელმა წარმოთქვა


„ჯორჯიან მენტალითი დებილ!!“
გიორგი
18 ოქტომბერი 2019 15:26
1
და ამ კომენტარით რა??? თქვა კაცურად და დაახიეს ზუსტად თავზე ბურთი და ყველაფერიც! ვენაცვალე ჩემს უმცროს ვაჟკაცებს. იქნება მათი ზეიმიც, ხორვატებთანაც და სხვებთანაც.

დავუშვათ არ გადაუხადეს 25 მილიონი ვინმეს - არ უნდა დაახიონ თუ რა?

ლევანი
18 ოქტომბერი 2019 14:14
0
მამამისივით ჯიგრიანია !
გიონატ
18 ოქტომბერი 2019 12:55
0
გაიხარეთ ბიჭებო სულ ასეთი შემართებით გეთამაშოთ მთელი კარიერის მანძილზე...ჯიგრები ხართ.
Misha
18 ოქტომბერი 2019 12:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული