სომეხმა MMA მებრძოლმა ჩხუბის წინ 200 000 დოლარი კაზინოში წააგო

AutoSharing Option
რუსული გამოცემა sport24-ის ინფორმაციით, სომეხმა მებრძოლმა ვართან ასატრიანმა სოჭის ერთ-ერთ კაზინოში 200 000 დოლარი წააგო. არადა, ხვალ, 19 ოქტომბერს, Fight Nights-ის ფარგლებში ბრძოლა აქვს გასამართი.

აღნიშნული ინფორმაცია კაზინოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა სპორტულ გამოცემას. Fight Nights-ის პრეზიდენტმა კამილ გაჯიევმა აღნიშნულ შემთხვევაზე კომენტარი გააკეთა.

"მეც ჭორად გავიგე ეს ამბავი, თუმცა ვართანისგან მსგავსი რამ არ გამიკვირდება. უბრალოდ, ერთი რამ არ მესმის: როცა ამდენი ფული აქვს, MMA-ში საერთოდ რატომ გამოდის".

ხვალ, 19 ოქტომბერს, ვართან ასატრიანი Fight Nights Global 95 საღამოს ფარგლებში ბრაზილიელ რამისონ ბრუნოს შეხვდება.
ფაქტია, ამ ბრძოლის მოგების შემთხვევაშიც კი 200 000 დოლარს ნამდვილად ვერ მიიღებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული