სხვა

სხვადასხვა

"აინტრახტის" აქციონერი "ტორპედოს" შეძენით არის დაინტერესებული - 21 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

1. გიორგი ქვილითაიამ "გენტის" რიგებში პოკერი შეასრულა.

2. გელა აფრასიძემ "მონპელიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

3. რაგბის მსოფლიო თასზე მსაჯის ხუმრობამ საქმე სკანდალამდე მიიყვანა.

4. კალაძის ყოფილმა თანაგუნდელმა კიევური ამბები გაიხსენა.

5. 100 მლნ ევრო ტორესში - "იუვენტუსი" "ვალენსიას" ფორვარდით დაინტერესდა.

6. France Football-მა "ოქროს ბურთის" პრეტენდენტები დაასახელა.

7. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უკრაინასთან 0:3 დამარცხდა.

8. "არსენალმა" პრემიერლიგაში მეორე მარცხი განიცადა და მეხუთე ადგილზე დაქვეითდა.

9. დავით ხოჭოლავა ზაგრების "დინამოსთან" სათამაშოდ ემზადება.

10. რა დავარქვათ ჩვენს სუპერგმირს? - "რუბინმა" ხვიჩა
კვარაცხელიას ნიღბიანი ფოტო გამოაქვეყნა.

11. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ახალგაზრდულ და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ კატეგორიაში გიორგი დოკვაძემ 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 73 კგ კატეგორიაში არჩილ მალაყმაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

12. სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში ფრანკფურტის "აინტრახტის" უზბეკმა აქციონერმა კაზიმ არიფოვმა განაცხადა, რომ ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით არის დაინტერესებული და დღეს, 22 ოქტომბერს, შეხვედრაც გაიმართება "ტორპედოს" წარმომადგენლებთან.
ასევე დაგაინტერესებთ