ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ჩემპიონთა ლიგა. III ტური: ტონი კროოსმა ზინედინ ზიდანი გადაარჩინა, პაულო დიბალამ - ტურინის "იუვენტუსი", პსჟ შეუჩერებელია, დავით ხოჭოლავა არ ათამაშეს - დონეცკის "შახტარი" კი ფრეს დასჯერდა.

2. ქუთაისელთა ინფორმაციით  საქართველოს თასის შეხვედრაში "ტორპედო" "საბურთალოსთან" ძირითადი შემადგენლობით ითამაშებს.

3. ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.

4. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

5. დიდი 10: საქართველოს ჩემპიონატში დაუმარცხებელი არავინ დარჩა.

6. შვეიცარიულმა გამოცემამ "ლუცერნის" კაკას და საქართველოს ნაკრების მცველს სტატია მიუძღვნა.

7. U23. ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში: გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს
პირველი ოქროს მედალი მოუტანა
, გოგა ჩხეიძემ კი 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

8. საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე.

9. ყველაზე პოპულარული დანიური გამოცემის მიხედვით, "ბრონდბიუ" საბა ლობჟანიძეს არ ეშვება.

10. რუსეთში ფეხბურთელი პოლიციის განყოფილებაში მოკლეს, განაცხადეს, რომ თავად დაიწვა.

11. არსენ ვენგერმა ის კლუბები და ნაკრებები დაასახელა, რომელთაც მისი მოწვევა სურდათ.

12. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს.

13. ლევან შენგელია: თავიდან ცოტა დავიბენი - მეგონა, პრობლემები მექნებოდა.

14. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები აბუ-დაბის გრან სლემზე იასპარეზებს.

15. თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიას დავით ყიფიანის სახელი მიენიჭა.

16. თბილისის "ლოკომოტივის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს მალე დაუბრუნდება. ამის შესახებ "ფეისბუქში" ფეხბურთელის მეუღლემ დაწერა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ამბავია!!! გამეხარდა!!! ყოჩაღ!! წარმატებები!!!
დათო
23:44 24-10-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული