სხვა

სხვადასხვა

38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. გოგა ბითაძეს NBA-ში დებიუტი ჰქონდა, პირველი ქულებიც მოიპოვა, თუმცა პარკეტი კოჭლობით დატოვა.

2. ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ელიტ-რაუნდში ვერ გავიდა.

3. U23. გიორგი ჩხეიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

4. ეროვნული ლიგა: "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" შორის შეხვედრა ბათუმელთა სასარგებლოდ, ფრედ დასრულდა.

ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა "რუსთავმა" კონკურენტი ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა.

ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა "ლოკომოტივმა" გორის "დილას" მოუგო.

5. რაგბის მსოფლიო თასის მეორე ფინალისტი გამოვლინ
და
.

6. დუდა სანაძემ პორტუგალიის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში 15 ქულა მოიპოვა.

7. კაჭარავამ და დაუშვილმა გაიტანეს - "ანორთოსისმა" "დოქსა" გაანადგურა და ჩემპიონატს ლიდერობს.

8. NBA. რეგულარული სეზონი: ვესტბრუკის სამმაგი დუბლი დერიკ როუზის 31-მა ქულამ დაჩრდილა.

9. "ლივერპულმა" "ტოტენჰემს" თამაში შემოუტრიალა და ისევ 6-ქულიანი უპირატესობით აგრძელებს ლიდერობას.

10. დიდი 10: "ბათუმი" და "აია" დაზავდნენ.

11. შერმადინისა და შენგელიას დუელი ესპანეთში თოკოს გამარჯვებით დასრულდა.

12. ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა გრანიტ ჯაკამ მოედნის დატოვებისას გულშემატკივრებს შეაგინა.

13. "გლადბახმა" გაიმარჯვა და ბუნდესლიგაში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

14. 38 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მშობლიურ ბაზელში ATP-ის 103-ე ტურნირი მოიგო. ფინალში როჯერმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი დაამარცხა 2 სეტში - 6:2, 6:2. ბაზელის ტურნირზე ფედერერმა მე-10-დ გაიმარჯვა, ფინალში კი 15-ჯერ იყო გასული.

ასევე დაგაინტერესებთ