სხვა

სხვადასხვა

სერია A-ს ორი ფეხბურთელი ღვთის გმობისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს - 28 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ხორვატიამ საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

2. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მირზა სხულუხია და ტატო გაფრინდაშვილი მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.

3. დიდი 10: "ყოჩებმა" და "ლელო-სარასენსმა" ქულები გაიყვეს.

4. სფფ: 94 საფეხბურთო სკოლა 1 620 000 ლარით დაფინანსდება.

5. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ახალ პროექტს იწყებს.

6. ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის პირველივე ტურში დამარცხდა.

7. NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტი" ოკლაჰომაში გაანადგურეს.

8. ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

9. "აიაქსთან" განადგურების შემდეგ ფანებმა "ფეიენოორდი"
ავტობუსში კინაღამ ჩაქოლეს
, "ფეიენოორდის" მწვრთნელი იაპ სტამი კი გადადგა.

10. ტრავმამორჩენილმა გიორგი ხარაიშვილმა ისევ ითამაშა.

11. ლიონელ მესიმ თავის კარიერაში საუკეთესო გოლი დაასახელა.

12. ფრანკ რიბერის დამხმარე მსაჯისათვის ხელის კვრის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

13. "ალკმაარის" ფეხბურთელი საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ წინა ორი კბილის გარეშე დარჩა.

14. იაპონიაში გუნდმა 1 წუთში ცენტრიდან 2 გოლი გაუშვა.

15. სერია A-ს ორი ფეხბურთელი - "პარმას" საყრდენი სკოცარელა და "სასუოლოს" კაპიტანი მანიანელი, ღვთის გმობისთვის 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ფეხბურთელები შეხვედრის განმავლობაში ხმამაღლა ილანძღებოდნენ და თან ღმერთის სახელსაც ახსენებდნენ. ღვთის გმობის გამო დასჯის პირველი შემთხვევა ეს არ ყოფილა. ადრე იმავე დანაშაულისათვის "უდინეზეს" ფეხბურთელი როლანდო მანდრაგორა დაისაჯა.