ფეტელი: ჰემილტონი მასაჟს ისე თუ გაგიკეთებთ, როგორც ბორბლებთან მუშაობს, მაგიას იგრძნობთ

AutoSharing Option
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ფორმულა 1-ში, "ფერარის" პილოტმა, გერმანელმა სებასტიან ფეტელმა მექსიკის რბოლაში ლუის ჰემილტონის გამარჯვებაზე კომენტარი ხუმრობით გააკეთა.

"ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, ყველაფერი. მან (ჰემილტონმა) ბორბლები ადრე შეცვალა, მაგრამ გაუმართლა. აი, ქალი რომ იყოთ და ლუისი მასაჟს ისე გიკეთებდეთ, როგორც ის ბორბლებს ეპყრობა, მენდეთ, თქვენ მაგიას იგრძნობდით. ხუმრობა იქით იყოს და, შესანიშნავად იმუშავა. ახლაც ვერ ვხვდები, იმ რეზინებით რბოლა როგორ დაასრულა", - თქვა ფეტელმა.

ჰემილტონმა სეზონში მე-10 რბოლა მოიგო და ჩემპიონის გასაფორმებლად დარჩენილი 1 ქულის აღება სჭირდება. 34 წლის ჰემილტონს, რომელსაც
უკვე 5 ჩემპიონობა აქვს, ტიტულის მოგების შემთხვევაში (რაც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია), მხოლოდ 1 საჩემპიონო ტიტული დააშორებს ლეგენდარულ მიხაილ შუმახერის შედეგამდე, რომელიც ფორმულა 1-ის 7-ჯერ მოგებით რეკორდსმენია.

რაც შეეხევა სებასტიან ფეტელს, გერმანელს მესამე ადგილისთვის შეუძლია ბრძოლა, თუმცა კონკურენტი ორი 22-წლის მეტოქე ჰყავს - მონაკოელი შარლ ლეკლერი და ნიდერლანდელი მაქს ფერსტაპენი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული