ჯოკოვიჩმა რეიტინგში 1-ლი ადგილი დაკარგა - 4 ნოემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსის" სასტარტო ხუთეულში მოხვდა და ძალიან კარგად ითამაშა.

მატჩის შემდეგ ბითაძემ FOX-სთან კომენტარი გააკეთა.

2. "დალას მავერიქსის" 20 წლის კალათბურთელმა ლუკა დონჩიჩმა "კლივლენდთან" მატჩში NBA-ს 4 მიღწევა აჩვენა.

3. ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 34-ე მასტერსი მოიგო და მსოფლიოს ტოპ-5 ტიტულოვან ჩოგბურთელს შორისაა. თუმცა, ამის მიუხედავად, "ნოლემ" რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა და ახლა მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი გახლავთ.

4. NBA. რეგულარული: ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსის" ლეგენდას გადაუსწრო.

5. კვიპროსულმა გამოცემამ ქართველ მწვრთნელს სტატია მიუძღვნა: "ვინ თქვა, რომ ქეცბაიას შემტევი ფეხბურთის
თამაში არ შეუძლია?"


6. "რეალი" "სიტის" სტერლინგის სანაცვლოდ 70 მლნ ფუნტს და ბეილს სთავაზობს.

7. შოთა მიშველიძემ ბელორუსში 3 ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიადას მიუახლოვდა.

8. ზურიკო დავითაშვილი "რუბინის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

9. "სპარტაკის" მწვრთნელმა ჯანო ანანიძე ძირითადში დააყენა და მატჩის შემდეგ შეაქო.

10. ანდრე გომეშს მოტეხილ კოჭ-წვივზე ოპერაცია გაუკეთეს.

11. იკერ კასილიასმა ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველად ივარჯიშა.

12. MLS-ის სეზონის MVP ველაა - მან იბრაჰიმოვიჩზე ხუთჯერ მეტი ხმა მიიღო.

13. "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობის განცხადებაზე პასუხის გაცემას არ აპირებს, რადგან მისი გუნდი "ფეარ პლეის" პრინციპების დაცვით თამაშობს და არ უფიქრიათ, რომ ეს მათზე იყო ნათქვამი. მისი თქმით, პასუხი იმან უნდა გასცეს, ვინც ეს განცხადება საკუთარ თავზე მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული