ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2019 წელს? - Forbes-ი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას აქვეყნებს

AutoSharing Option
ამერიკულმა გამოცემა "ფორბსმა" გამოაქვეყნა სპორტსმენების სია, რომელშიც ჩამოთვლილია ის ათლეტები, რომლებმაც 2019 წელს ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

10 ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენს შორის 3 კალათბურთელია, 2 ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე, 1 ჩოგბურთელი, 1 მოკრივე და 3 ფეხბურთელი.

ტოპ-3 ათლეტი ფეხბურთელია. 2019 წელს ყველაზე მეტი ფული "ბარსელონას" ვარსკვლავმა ლიონელ მესი იშოვა - 114.1 მილიონი ევრო. მეორე ადგილზე კრიშტიანო რონალდო გავიდა გამომუშავებული 98 მილიონით. მესამე კი, ბრაზილიელი ნეიმარი გახლავთ, რომელმაც 2019 წელს შემოსავლის სახით 94.3 მილიონი ევრო მიიღო.

ტოპ-10 სპორტსმენის სია ასე გამოიყურება:

1.
ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 114.1 მილიონი ევრო

2. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - 98

3. ნეიმარი (ფეხბურთი) - 94.3

4. კანელო ალვარესი (კრივი) - 84.5

5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 84

6. რასელ უილსონი (ამერიკული ფეხბურთი) - 80.4

7. აარონ როჯერსი (ამერიკული ფეხბურთი) - 80.2

8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 80

9. სტეფ კარი (კალათბურთი) - 71.7

10. კევინ დურანტი (კალათბურთი) 58.7

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული