ბალოტელისთვის "ზანგის" დაძახების გამო "ვერონამ" ფაშისტი პოლიტიკოსი დასაჯა - 5 ნოემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. პორტუგალიური გამოცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენის სურვილი პორტუგალიურმა გრანდმა გამოთქვა.

გიორგიმ მე-7 მშრალი მატჩი ჩაატარა, საოცარი "სეივი" შემოგვთავაზა და "სეტუბალმა" გაიმარჯვა.

2. ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბარსელონა" ფრეს დასჯერდა, "ზენიტმა" კი "გაზპრომზე გაზი გაუშვა".

"დორტმუნდის" საოცარი ქამბექი - "აიაქსისა" და "ჩელსის" დაუვიწყარი მატჩი.

3. NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტს" დრაფტის ბიჭმა მოაგებინა, ჰარდენმა 44 ქულა მოაგროვა.

4. გიორგი შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო - "იბეროსტარმა" ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩიც მოიგო.

5. ანდრე გომეში სახლში გაწერეს, სონს წითელი ბარათი გაუუქმეს.

6.
თბილისის "დინამოს" ყოფილ ნახევარმცველს უკრაინის ნაკრებში უხმეს.

7. ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მესამედ მოხვდა.

8. გოგამ თაუნსა და გობერს აჯობა - ბითაძე ბლოკების მხრივ NBA-ში მე-7 ადგილზეა.

9. ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2019 წელს? - Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა.

10. საქართველოში PES 2020-ის ჩემპიონატი ჩატარდება.

11. ჯაკას ნაცვლად "არსენალის" კაპიტნად ობამეიანგი დანიშნეს.

12. "ჰელიას ვერონამ" თავისი ფანი, ფაშისტური პარტიის წევრი და მერობის ყოფილი კანდიდატი ლუკა კასტელინი "ბრეშიას" თავდამსხმელ მარიო ბალოტელისათვის "ზანგის" დაძახების გამო მკაცრად დასაჯა და 2030 წლამდე "ვერონას" შეხვედრებზე დასწრება აუკრძალა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზანგი არ ნიშნავს ნეგროს, ნეროს, შავს და საერთოდ არ აქვს უარყოფითი კონოტაცია. გაერკვიეთ ჯერ, მაგრამ ამ ქვეყანაში საერთოდ განათლება... რუსთაველი მაინც გადაეკითხა ვინმეს
zuka
19:44 06-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული