შუათითი, ცრემლები და რასიზმი უკრაინულ "კლასიკაში" [PHOTO] - 10 ნოემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშო დასანანი მარცხით დაიწყო.

2. ეროვნული ლიგა: "ტორპედომ" "დილასთან" გამარჯვება ხელიდან მატჩის მიწურულს გაუშვა.

3. თორნიკე შენგელიას 29 ქულა და საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთი.

4. გოჩა სვანიძე: ჩვენი მოლოდინები რეალობას აცდენილია.

5. გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენს თავს ვადანაშაულებთ.

6. სანდრო მამუკელაშვილმა აშშ-ის სტუდენტურ ლიგაში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა.

დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი პორტუგალიაში: 20 ქულა და ლიდერობა ჩემპიონატში.

ბურჯანაძის 17 ქულა და გასვლითი გამარჯვება ბილბაოში.

7. ნაკრების მატჩების წინ ჯიმი ტაბიძემ მძიმე ტრავმა მიიღო.

8.
ბაჩანა არაბულმა ნაკრებში გამომგზავრებამდე საბერძნეთში დუბლი შეასრულა.

9. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა და 9 ქულით გაექცა.

10. გარდაიცვალა თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე.

11. "აინტრახტის" ფეხბურთელმა "ფრაიბურგის" მწვრთნელი განზრახ წააქცია.

12. დონეცკის "შახტარისა" და კიევის "დინამოს" მატჩი 77-ე წუთზე "დინამოს" ულტრასი ფანების მხრიდან რასიზმის გამოვლინების გამო შეწყდა. "შახტარის" კაპიტანმა ტაისონმა ჯერ შუათითი უჩვენა მათ, შემდეგ ფანების მიმართულებით დაარტყა ბურთი და ამის მერე კი ატირდა. ცრემლები "შახტარის" კიდევ რამდენიმე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ვერ შეიკავა. თანამემამულეებს სოლიდარობა ნეიმარმა გამოუცხადა, ხოლო დონეცკურმა კლუბმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში რასიზმის ადგილი არაა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული