ვასილი უტკინი დოპინგ-სკანდალზე: სპორტსმენებო, უჩივლეთ რუსეთს - ჩვენს ქვეყანას სპეცსამსახურები მართავენ

AutoSharing Option
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა დოპინგ-სკანდალის გამო რუსეთის შესაძლო დასჯაზე, გასაკვირად, ობიექტურად ისაუბრა.

"მთელ რუსულ სპორტს დისკვალიფიკაცია ემუქრება და შესაძლოა, ოთხ წელიწადს გაგრძელდეს. დიდ სპორტულ შეჯიბრებებზე ოთხი წელი ასპარეზობა დროშის და ჰიმნის გარეშე.

დიახ, ეს ყველა შეჯიბრებას არ შეეხება, მაგრამ ძალიან ბევრს. მე, აი, ვფიქრობ, ეს რომ მე შემხებოდა, როგორ ცხოვრებისეულ ორიენტირებს ავირჩევდი.

ალბათ, ეს იმ იდეის გაკოტრებაა, რომლისთვისაც სპორტსმენები ქვეყნის ღირსებას იცავენ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამით დისკრიდიტირებულია - ქვეყანამ ძალიან დააღალატა თავისი სპორტსმენები. მათ შეიძლება ხეირიანად
არაფერიც არ იცოდნენ.

ახლა იმაზე საუბრობენ, რომ შესაძლოა, უფრო პერსპექტიულია ჩივილი არა მკაცრი სანქციების შემთხვევაში რუსეთის უფლებების აღსადგენად, არამედ საჩივრების შეტანა სპორტსმენებისგან, რადგან მათ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციის უფლება აღარ ექნებათ.

სინამდვილეში მე მინდა, ამ სიტუაციაში აღმოჩენილმა თუნდაც ერთმა სპორტსმენმა რუსეთს უჩივლოს, ვინაიდან ყველაფერი, რაც მათ თავს ხდება, მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფოსა და მისი სპორტული ორგანიზაციების არასწორ პოლიტიკასთან.

გეგონათ, დოპინგს ვერავინ შეამჩნევდა? თურმე, ეს ძალიან იოლად აღმოსაჩენია. თურმე, ეს უკვე ყველასთვის რეალობაა - ნახულობენ.

ეს მხოლოდ სპორტს არ ეხება. ეს უკანასკნელ მომენტამდე რაღაცის დამალვის სურვილის ისტორიაა - მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა დამნაშავე, - ეხება მალაიზიურ "ბოინგსაც", იმას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება.

ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვანირი დამოკიდებულება გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორაა რუსეთში ცხოვრება მოწყობილი, მაგრამ ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ხალხი, რომლებსაც გენეტიკურად პირდაპირი კავშირი აქვთ სპეცსამსახურებთან. თუ ისინი თავიანთ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ, ყველაფერ დანარჩენს როგორ გაარკვევენ? აი, ეს არ მაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას", - განაცხადა უტკინმა თავის YouTube-ის არხზე.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ და ვერდიქტი 9 დეკემბერს, ამ ორგანიზაციის აღმასკომზე უნდა გამოიტანონ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიანაც კარგი იქნება აკრძალვა, მაგრამ, ვის რისი "ერთი ადგილი" აქვს, რომ აუკრძალონ?!
ისე მაინც
15:31 29-11-2019
4
უტკინმა ეხლა აღმოაჩინა რო, პუტინი კაგებეშნიკია და ყველგან თავისი თანამებრძოლები დანიშნა?
ჩვენს ქვეყანას სპეცსამსახურები მართავენ.....
21:15 28-11-2019
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული