ჭიდაობის ტურნირი მწვრთნელებსა და მოჭიდავეებს შორის მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა [VIDEO] - 1-ლი დეკემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია.

2. საბა ლობჟანიძე დაბრუნდა და გაიტანა.

3. თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში იჩხუბა, მისი გუნდი კი დამარცხდა.

4. გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მისცეს და "ინდიანამ" მოგებათა სერია შეწყვიტა.

5. ჯეიმს ჰარდენის საოცარი მატჩი: "წვერამ" 60 ქულა ჩააგდო და მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა.

6. "ჩიხურამ" "ტორპედო" დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილზე გავიდა.

7. გია გეგუჩაძის თქმით, ბათუმის "დინამომ" რაც დაიმსახურა, იმ ადგილზე გავიდა და დაამატა, რომ ჩემპიონობაც მოვა.

8. ევრო 2021. ნიონში საკვალიფიკაციო
ეტაპის წილისყრა გაიმართა
.

9. ჯანო ანანიძემ და მისმა თანაგუნდელმა "ზენიტთან" მატჩისას კინაღამ იჩხუბეს - ერთმანეთს შუბლებით შეასკდნენ.

10. "ლესტერი" ვერცხლზე იქაჩება, "მანჩესტერს" არნახულად უჭირს, "არსენალს" ლუნგბერგიც ვერ შველის.

11. ლეო მესიმ "ატლეტიკოსთან" მატჩი მოიგო - "როხიბლანკო" ოცდამეხუთედ დაამწუხრა.

12. "ინტერი" გალიდერდა, "ლაციო" მესამეზე გადავიდა, "მილანმა" მოიგო.

13. გიორგი ქვილითაიამ "კორტრიკთან" შეუცვლელად ითამაშა და პენალტი გამოიმუშავა.

14. ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანიში სამბოს ტურნირი სამბისტებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს შორის მასობრივი ჩხუბით დასრულდა. ჩხუბი ბრძოლის დროს ერთ-ერთი მოჭიდავის ქცევამ გამოიწვია - მან მოწინააღმდეგეს ხელი ჰკრა და მთელი ორომტრიალიც ამის შემდეგ დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული