"ლეგიას" ფანები "სპარტაკის" ფანებთან საჩხუბრად რუსეთში ჩავიდნენ, თუმცა... - 8 დეკემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოლოციელები ძალადობაში დაადანაშაულა.

2. ენტონი ჯოშუამ ენდი რუისი დაამარცხა და სუპერმძიმე წონაში ჩემპიონის 3 ქამარი დაიბრუნა.

3. ლუკა დონჩიჩმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა.

4. გოგა ბითაძემ 9 წუთი ითამაშა, "ინდიანა " გაიმარჯვა.

5. საქართველოს თასის მფლობელი "საბურთალო" გახდა.

6. გიორგი ჭიაბრიშვილმა "საბურთალო" დატოვა.

7. 19 წლის ქართველი ლიგა 1-ში გამოჩნდა - ვინ არის "მეცის" შემტევი გიორგი მიქაუტაძე.

8. ქართულმა წყვილმა ტურინში გრან პრი მოიგო.

9. ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის
საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
.

10. "ბასკონიამ" 1 ქულით მოიგო - თორნიკე შენგელია მატჩის MVP იყო.

11. "მილანმა" "ბოლონიას" ძლივს მოუგო და მეათე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო "ბრეშიამ" მარიო ბალოტელის გოლით იმარჯვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

12. დუდა სანაძემ წაგებულ მატჩში 22 ქულა ჩააგდო.

13. ვარშავას "ლეგიას" ფანები მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივრებთან საჩხუბრად კალინიგრადის მხარეში ჩავიდნენ. ჩხუბში ორივე მხრიდან 33 კაცს უნდა მიეღო მონაწილეობა და ის მატჩ-რევანშად იყო შერაცხული, რადგან 2016 წელს ლატვიაში გამართულ ბრძოლაში "სპარტაკელებმა" "ლეგიას' ფანები დაამარცხეს. ახალი ეტაპი კალინიგრადისა და პოლონეთის საზღვართან უნდა გამართულიყო. რუსმა ფანებმა პოლონელები დაარწმუნეს, რომ პოლიცია ხელს არ შეუშლიდა მათ, თუმცა ადგილზე მისულ "ლეგიას" ფანებს, სწორედ რუსული მილიცია დახვდა და ყველა დაააპატიმრეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული