საქართველოს ნარდის ლიგის მე-15 ტური გაიმართა

AutoSharing Option
საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის (სასტუმრო "პრიმავერა") კლუბში საქართველოს ნარდის ლიგის მე-15 ტური გაიმართა.

გამარჯვებული გახდა ბაქარ მათიკაშვილი, მე-2 ადგილზე დავით ტლაშაძე გავიდა, ხოლო მე-3 პოზიცია ბორის დანელიას ერგო.

21 და 22 დეკემბერს კი საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი გაიმართება. 21 დეკემბერს, 10 საათზე, ფედერაციის დაფინანსებით, ნარდის მოყვარულთათვის მოეწყობა უფასო შესარჩევი ტური საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის საგზურის მოსაპოვებლად (ადგილები შეზღუდულია).

22 დეკემბერს, 13 საათზე, სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის. მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად დაწყებულია. ფედერაცია ასევე აგრძელებს მომავალი 2020 წლისთვის
ნარდის ლიგებში მსურველთა რეგისტრაციას.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფედერაციის საიტზე: www.geonardi.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული