სხვა

სხვადასხვა

ვინ მიგდია გუბერნიევი, როცა სტალინი ნახევარ მსოფლიოს მართავდა - მოკრივემ სტალინის მგმობელ კომენტატორს უპასუხა

AutoSharing Option
რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა იგორ მეხონცევმა უპასუხა რუს კომენტატორ დმიტრი გუბერნიევს, რომელმაც იოსებ სტალინი გააკრიტიკა.

"წავიკითხე გუბერნიევის სტალინის შესახებ წარმოთქმული სიტყვები - ეს საშინელებაა. საერთოდ, ამას ვინ ამბობს? ვინ მიგდია გუბერნიევი, როცა საქმე სტალინს ეხება, ადამიანს, რომელიც ნახევარ მსოფლიოს მართავდა.

სწორედ სტალინის დამსახურებით ცხოვრობს ეს გუბერნიევი და იფურჩქნება. და ამ დროს, ასეთ რამეებს ამბობს. ადგეს მაშინ და პუტინზეც ილაპარაკოს, ან დღეს ხელისუფლებაში მყოფ სხვა პირზე, რატომ დუმს? დიდი სიამოვნებით ვნახავდი მას სსრკ-ის დროს.

მე პირადად მყავს ნანახი გუბერნიევი. გულწრფელად რომ გითხრათ,
სურათიდან გადმოტანილ მამალს ისე ჰგავს, როგორც სხვა არაფერს. ისე დადის, თავმომწონედ, ასეთი ტიპაჟია ეგ.

როგორ შეუძლია სტალინზე თქვას, მშიშარა იყოო? ამ კაცმა ომი მოიგო. იქნებ ჩემზეც წამოსცდეს რამე, რომ რომელიღაც რაუნდში შემეშინდა?

სტალინის მეასედადაც რომ ღირდეს, დაფიქრდებოდა მაინც იმ ყველაფრის თქმის წინ. გუბერნიევის შემთვევაში კი, საკუთარ თავს უნდა მოუხადოს ბოდიში. შემდეგ სტალინის სულის მოსახსენიებლად სანთელი დაანთოს", - უთხრა 35 წლის მეხონცევმა sports-ის ჟურნალისტს.