2019 წლის საქართველოს ჩემპიონი ნარდში გარკვეულია

AutoSharing Option
საქართველოს 2019 წლის ეროვნული ჩემპიონატი ნარდში დასრულდა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

21 და 22 დეკემბერს, ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს 26 უძლიერესი ნარდის ოსტატი დაუპირისპირდა. დაძაბულ ბრძოლაში 2019 წლის ჩემპიონობა და ოქროს მედალი თამაზ გიორგობიანმა მოიპოვა. საბოლოოდ საპრიზო ხუთეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

ჩემპიონი - თამაზ გიორგობიანი
2 ადგილი - ედუარდ ნაზარიანი
3 ადგილი - კახაბერ ნაჭყებია
4 ადგილი - კარენ სარქისიანი
5 ადგილი - კახაბერ გოგოლაძე

ასევე, 22 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ქალთა შორის. ფინალში ერთმანეთს საქართველოს 2019 წლის თასის მფლობელი მარინა
პირველი და გულიკო ბუჩუკური დაუპირისპირდნენ. ანგარიშით 5:4 მარინა პირველმა გაიმარჯვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. გულიკო ბუჩუკური მე-2 ადგილს დასჯერდა, ხოლო მე-3 ადგილი თამარ ფულარიას ერგო.

დაზუსტდა და გაირკვა 2019 წლის ნარდის ოსტატთა ოფიციალური სარეიტინგო მაჩვენებლები. საქართველოს 2019 წლის უძლიერესი მონარდე ბაქარ მათიკაშვილი გახდა. წარმოგიდგენთ საქართველოს ნარდის ოსტატთა 2019 წლის ტოპ-ათეულს.

2019 წლის უძლიერეს ნარდის ოსტატთა ათეული:

1. ბაქარ მათიკაშვილი - 234
2. ედუარდ ნაზარიანი - 206
3. კახაბერ ნაჭყებია - 199
4. ლევან ქარელი - 152
5. იოსებ მენაბდიშვილი - 152
6. რევაზ ცხოვრებაშვილი - 148
7. გია ფოჩხუა -136
8. სოინგულ ამიროვი - 133
9. დავით ტლაშაძე - 127
10. რომან გვენეტაძე - 125

2019 წელს ქართველ ნარდის ოსტატთა საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული შედეგები:

1. 8-14 აპრილი, მონტენეგრო. საერთაშორისო ჩემპიონატი: ბაქარ მათიკაშვილი - ძირითადი ტურნირი. პირველი ადგილი, ნოდარ გაგუა / კახა ფანქველაშვილი - წყვილთა შორის მე-2 ადგილი, კარენ სარქისიანი - ვორმაპი, პირველი ადგილი, ირაკლი ჯაში - ინტერმედია, მე-6 ადგილი;

2. 3-5 მაისს კვიპროსში მე-17 ღია საერთაშორისო ჩემპიონატი: კახაბერ ნაჭყებია - პირველი ადგილი;

3. 29 მაისი-2 ივნისი, "ლიმაკ ოპენ" ღია საერთაშორისო ჩემპიონატი: ბაქარ მათიკაშვილი - სპოდ გამონი, პირველი ადგილი, კახა ფანქველაშვილი - სპოდ გამონი, მე-2 ადგილი;

4. 5-10 ნოემბერი, მე-7 მერიტ საერთაშორისო ჩემპიონატი: სოსო მენაბდიშვილი - ძირითადი ტურნირი, მე-4 ადგილი, ლევან ქარელი - ძირითადი ტურნირი, მე-6 ადგილი, მარინა პირველი - ქალთა შორის მე-3 ადგილი, საუნივერსიტეტო ნარდის გუნდური პირველობა - ფინალში ორივე ქართული გუნდი გავიდა. შესაბამისად, ბაქარ მათიკაშვილი/კარენ სარქისიანისა და იოსებ მენაბდიშვილი/ედუარდ ნაზარიანის გუნდებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს, კახაბერ ნაჭყებია - სწრაფი ნარდის ტურნირი, მე-3 ადგილი, რომან გვენეტაძე -ვანპოინტი, მე-2 ადგილი;

5. 12-15 დეკემბერი, მე-18 PashaBGT საერთაშორისო ტურნირი: ნოდარ გაგუა - ბოლო შანსი, ტურნირის პირველი ადგილი.

ჩემპიონატის ბოლოს გამარჯვებულები და პრიზიორები საქართველოს ეროვნული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა და საორგანიზაციო კოლეგიის წევრებმა მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოეს.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია აგრძელებს 2020 წლის სპორტული სეზონისთვის ნარდის ეროვნულ ლიგაში მსურველთა რეგისტრაციას.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www. geonardi.com ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 598808807
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოვავთ!
თბილისის ნარდის ფედრაცია
12:36 28-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული