შესაძლოა, ქუთაისის "ტორპედო" მე-4 ლიგაში დაქვეითდეს - 26 დეკემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. თბილისის "დინამოს" ყოფილი ლეგიონერი: საქართველოში ძალიან კეთილი ხალხია და ამის მიზეზი, ალბათ...

2. "არქიმ" ქართველ ჰალკს საჩუქრად ბინა გადასცა.

3. "ტოტენჰემმა" "ბრაიტონი" დაამარცხა და მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა;

"ევერტონმა" ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება იზეიმა;

არტეტას სადებიუტო მატჩში "არსენალი" "ბორნმუთს" დაუზავდა;

"მანჩესტერმა" მოიგო და მეოთხე ადგილს 4 ქულა აშორებს;

"ლივერპული" უდავოდ წლის საუკეთესო გუნდია - ამჯერად "ლესტერი" გაანადგურა.

4. "გენტმა" გაიმარჯვა - ჩაკვეტაძე ისევ სათადარიგო იყო.

5. "ბეტისმა" 38 წლის ხოაკინს კონტრაქტი გაუგრძელა.

6. ბესიკ ხამაშურიძე არგენტინულ ტურნეზე: მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ.

7. ჟოზე მოურინიო საყვარელი ძაღლის სიკვდილის გამო ტირის.

8. "ინტერი" "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველით დაინტერესდა.

9. Mirror: ლონდონის "არსენალმა" ზამთრის მთავარი სატრანსფერო მიზანი დაასახელა.

10. სკანდალი: ჰალკი ცოლს დაშორდა და მის დისშვილთან გააბა რომანი.

11. ჯერ ჟურნალისტებისთვის თვალით უნახავმა ინვესტორებმა ქუთაისის მერიასთან მოლაპარაკებებისას პირობები შეცვალეს და თუ ადრე საუბარი 10 წლით მართვაში გადაცემაზე მიდიოდა, ახლა კლუბის სრული უფლებით გადაცემა მოითხოვეს. აღნიშნულ საკითხზე მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ქუთაისის მერის განცხადებით, ახალი წლის შემდეგ იტალიელები ისევ დაბრუნდებიან და მოლაპარაკებები გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ვალის გასასტუმრებლად ვადა 28 იანვრამდე აქვს. თუ ქუთაისური კლუბი ამ თანხას არ გადაიხდის, ლიცენზია შეუწყდება და ავტომატურად მე-4 ლიგაში აღმოჩნდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აქ ბევრჯერ დავწერე კომენტარებში, რომ ტორპედოში ინვესტორების თემა ბლეფია მეთქი და გაღიზიანებული ხალხი მეცა რას ქვიაო..
როგორც მანამდე "გერმანელებს" უნდოდათ ისე უნდათ "იტალიელებს".
კი აბა რა. გჯეროდეთ რომ დამყაყებულ საქართველოში სერიოზული ევროპელი ინვესტორი შემოვა.
ვინმე ავანტიურისტი შუა აზიიდან ან რუსეთ უკრაინიდან შეიძლება შემობოდიალდეს და მერე ექვს თვეში ვალებაკიდებული კლუბი დაგიტოვოთ და მოკურცხლოს.
გელა ნუგზარაშვილი
10:53 27-12-2019
1
ადრეც დავწერე ეს ინვესტორების მოსვლა ტყუილი იყო მე ისიც გამიკვირდა ჩაჩავამ რო მოვიდა და დაპირებები გასცა ამ ყველაფერს ჯობდა ჩაჩავამდე ტორპედო ყოფილიყო სადღაც შუაში მაინც იქნებოდა ეხლა საქმე ისაა ბათუმის დინამო სანამ გაქაჩავს სულ ვამბობ გინდაც სამტრედია იყოს საქართველოში მაქსიმუმ ორ წლიანი გუნდებია და ამას უნდა შევეგუოთ როცა ეროვნულ ჩემპიონატის თამაშზე ბილეთი შაურიც არ ღირს აი როცა ბილეთს ფასი დაედება მაშინ გულშმატკივარს ხმის ამოღების საშულებაც ექნება და ინვესტორაც მიაწვება ეხლა რადგან კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული ხმისამოღებასაც ვერ ვბედავთ ან როგორ ვეხმარებით კი საკუთარ გუნდს თუნდაც ერთი ლარით?
samtredski
13:02 27-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული