"ახლა ეს ყველაფერი პირადულია" - მაკგრეგორი ხაბიბზე

AutoSharing Option
ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმოგომედოვის წინააღმდეგ ხშირად იყენებდა "თრეშთოქს". მაკგრეგორი აღიარებს, რომ შესაძლოა კონკრეტულ ეთიკურ ზღვარს გადასცდა, თუმცა არაფერს ნანობს.

"შესაძლოა, ზოგიერთ თემაზე საუბარი ზღვარს გადასცდა, თუმცა რაც არის, არის. ეს საბრძოლო ბიზნესია. რაც მოხდა, მოხდა. არაფერი არ თქმულა უმიზეზოდ, იყო მიზეზები, რის გამოც მე ამ ყველაფერს ვამბობდი. მომზადების პროცესში იყო შემთხვევები, რაც ჩემზე მოქმედებდა, მაგალითად, ლობივის ინციდენტი".

"ჩემს თავს დამნაშავედ არ ვთვლი, - აგრძელებს კონორი. - თუმცა ახლა ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან პირადულია. მოუთმენლად ველოდები რევანშს. მშვენიერ ფორმაში ვარ,
კონცენტრირებული და მოტივირებული. ხაბიბს არ სურს ჩემთან განმეორებითი შეხვედრა. მას შეუძლია გამექცეს, მაგრამ ვერ დამემალება".

შეგახსენებთ, კონორისა და ხაბიბის ბრძოლა 2018 წელს გაიმართა, სადაც რუსმა მახრჩობელა ილეთით მაკგრეგორი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ოქტაგონიდან გადახტა და ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორს, დილონ დანისს შეუტია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული