სხვა

სხვადასხვა

ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინა გაანადგურა და ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება - 9 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი უშანსოდ დაამარცხა.

2. თორნიკე შენგელია ვერ შეაჩერეს - "ბასკონიამ" გაიმარჯვა.

3. მერებაშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვისლამ" მოგებული თამაში წააგო.

4. "რეალმა" "ოსასუნა" გაანადგურა - ისკომაც კი გაიტანა.

5. პარიზის გრანდ სლემი: ლიპარტელიანი ფინალში დამარცხდა - რამდენად ობიექტური იყო მსაჯების გადაწყვეტილება?

6. გვილია შევიდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და "ლეგიამ" თამაში შემოატრიალა.

7. გაირკვა მიზეზი, თუ რატომ არ შეხვდა ცსკა "საბურთალოს".

8. ბექა ბურჯანაძემ "ბარსელონას" 13 ქულა ჩაუგდო.

9. მესის 3 საგოლე გა
დაცემა, 2 გაძევება და "ბარსამ" გაიმარჯვა.

10. იბრაჰიმოვიჩის გოლი და საგოლე გადაცემა - "ინტერმა" თითქმის წაგებული მატჩი მოიგო.

11. გიორგი შერმადინი საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია.

12. ზურიკო დავითაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა.

13. დავით მუჯირი: ეროვნული ნაკრები ვერ შეიკრიბებოდა. ამიტომაც არ გვექნება ამხანაგური მატჩი ბელარუსამდე.

14. ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა.

15. "ტორპედომ" 7 ფეხბურთელი დაიმატა.

16. ჯურიო ლიგაში გავარდნის საფრთხე, სამედიცინო შემოწმება, "Fuji TV"-ის ტურნირი - ტოჩინოშინის ამბები.

17. ბელარუსში - 15 თებერვლიდან, როდის გაიყიდება ჩვენთან მარტის ბილეთები?

18. NBA. ბითაძის 2 წუთი, 100%-იანი შედეგი და "ინდიანას" საშინაო მარცხი.

19. ბრაზილიის ოლიმპიურმა ნაკრებმა არგენტინის ნაკრებს ანგარიშით 3:0 მოუგო და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. ბრაზილიელთა მხრიდან დუბლი "ჰერტას" შემტევმა მატეუს კინიამ შეასრულა, ხოლო "ლევერკუზენის" ფორვარდმა პაულინიომ ერთი გოლი გაიტანა. იქიდან გამომდინარე, რომ არგენტინის ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ უკვე ჰქონდა მოპოვებული ოლიმპიადის საგზური, ტოკიოში ორივე ნაკრები ითამაშებს. ეს კი ნიშნავს, რომ ლიონელ მესის ოლიმპიური ოქროს მოგების შანსი კიდევ ექნება. არგენტინამ ოქროს მედლები 2008 წლის ბეიჯინგის ოლიმპიადაზე მოიპოვა.