სხვა

სხვადასხვა

"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძის თამაში კვირიდან კვირამდე უმჯობესდება - 24 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა.

2. გოჩა სვანიძე - გვყავს კონკურენტი, პარტიული ადამიანი, რომელსაც პირადი კავშირები აქვს მაჟორიტარებთან და ჩემი ინფორმაციით, მათი მხრიდანაა ზეწოლა კლუბებზე, რომ ბოიკოტი მოაწყონ.

3. ბანძუკე განახლდა - ტოჩინოშინის ახალი რეიტინგი ცნობილია.

4. ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძე "რომასთან" ჯოკერი უნდა იყოს.

5. რაგბის კავშირს მაღალი სპორტული მიღწევების ინგლისელი დირექტორი ეყოლება.

6. "საქმემან შენმან წარმოგაჩინოს" - "ტორპედოს" ახალი მფლობელი რიხიანად იწყებს.

7. "ლივერპულმა" გაჭირვებით გაიმარჯვა - "არსენალის" რეკორდამდე 5 მოგება აშორებს.


9. სიმეონეს მადრიდის კოლორიტი ასისტენტი ტოვებს.

10. "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა "სენტ ტრუიდენის" დამარცხების შემდეგ განვლილი თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა: "ამ მატჩში ბევრი კარგი რამ ვნახე. დეივიდმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ ბიჭს დიდ პატივს ვცემ. ასევე, ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძის თამაში კი კვირიდან კვირამდე უმჯობესდება."
ასევე დაგაინტერესებთ