კახი ცხადაძე: ამიტომ არ არიან ქართველი ფეხბურთელები ჩემს გუნდში - 25 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "ბარსას" სასურველი ფრე ნეაპოლში - "ბაიერნი" თითქმის გავიდა.

2. 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია გაანადგურა.

3. ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა.

4. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ალჟირს სძლია.

5. ტყუილი თუ გაზვიადებული ინფორმაცია - რა კომპანიაა "ტორპედოს" ახალი სპონსორი?

6. დავით მუჯირი: კლუბებმა უეფასგან 116 000 ევროს დაფინანსება მიიღეს.

7. გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...

8. NBA. 50+ ქულა ზედიზედ 2 მატჩში - კობი ბრაიანტი უკანასკნელი აღარაა.

9. ვან დერ ვაარტი: მას პირველად რომ შევხედე, მეთქი, რა ნაგავია, ახლა კი რა ფორვარდი დადგა...

10. შიმკენტის "ორდაბასის" მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ ინტერვიუ მისცა სპორტულ გაზეთ "ლელოს", სადაც ქართველ ფეხბურთელებსა და საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი:

"როგორ ვიტყვი, ქართველი ფეხბურთელების სათამაშო დონე არ მაკმაყოფილებს-მეთქი... უბრალოდ, ეს კლუბის მიერ აღებულ გეზზეა დამოკიდებული. გაგახსენებთ ბაქოს "ინტერს", სადაც აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე იყო გაკეთებული და იქ არაერთ ჩვენებურს უთამაშია. "ორდაბასის" რაც შეეხება, აქ სელექციით კლუბის პრეზიდენტია დაკავებული. ის არჩევს ფეხბურთელებს, შემდეგ კანდიდატურები ჩემთან იყრის თავს და რა თქმა უნდა, საბოლოო არჩევანს მე ვაკეთებ. ეს არის და ეს.

რაც შეეხება ბელარუსთან გასამართ მატჩს, დიდი მოლოდინია. თურქეთში ვლადიმირ ვაისს შევხვდი. ის ძალიან მონდომებულია და ქართველი ხალხის გახარება სურს. მაგრამ ისაა, რომ ბევრი ნიუანსი უნდა დაემთხვეს. მარტი ძალიან სპეციფიკური თვეა და ვისურვებდი, ამ პერიოდს ყველა ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაში შეხვდეს. ერთი თამაში წყვეტს ყველაფერს და ბევრ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. არც ზედმეტი ემოციურობა ივარგებს მოედანზე, თუმცა უემოციოდაც არ უნდა გავიდეთ სათამაშოდ, ოქროს შუალედია საპოვნელი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ ჩვენი მიზანი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაში იყო. უზომოდ ბედნიერი ვიქნები, თუ ამას მივაღწიეთ".
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა შენ რომ აგარჩევინონ შეიძლება მანდაც ბაჩანა ცხადაძე მიიყვანო :))

არა და მომწონდა ნაკრების თამაში ამ კაცის ხელში, მაგრამ დაუმსახურებლად რომ იძახებდა შვილს ნაკრებში და თან ათამაშა კიდეც (რითაც სხვები დაიჩაგრნენ), ყველაფერს გადაუსვა ხაზი
ნეპოტიზმი
11:57 26-02-2020
22
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული