ცნობილი მოჭიდავე შვილის გადარჩენას ოკეანეში ემსხვერპლა

AutoSharing Option
TMZ-ის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი მოჭიდავე და მსახიობი შედ გასპარი წყნარ ოკეანეში, მიქცევის დაწყებისას დაიკარგა.

გასპარი ცნობილი WWE-ს ეგიდით ჩატარებული ბრძოლებით გახდა, რომლის დროსაც რინგზე (არაპროფესიონალურ, დრეკადი იატაკის მქონე) მიმდინარეობს დადგმული წარმოდგენა ჩხუბის სახით.

205 სანტიმეტრის სიმაღლის 39 წლის გასპარი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პლაჟზე ცოლსა და 10 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. სპორტსმენი ვაჟთან ერთად მოულოდნელად წამოსულმა მიქცევის ტალღებმა ოკეანის სიღრმისკენ გაიტაცა.

მაშველებმა პირველად გასპარს მიაგნეს, თუმცა მამამ შვილის გადარჩენა ითხოვა. მაშველებმა ბიჭუნა ნაპირზე გამოიყვანეს, ხოლო მამა მას შემდეგ აღარავის უნახავს, რაც ოკეანის
ტალღამ დაფარა.

სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ლოს-ანჯელესის სანაპირო დაცვაში არ გამორიცხავენ, რომ სპორტსმენი დაიხრჩო.

გასპარის მეუღლემ კი "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნაცნობებს მიმართავს, რომ შეატყობინონ, თუ შედს სადმე შეამჩნევენ...



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი, ასეთი უნდა იყოს მამა, ჩვეულებრივი მამა. გაანათლოს უფალმა!
uuu
25 მაისი 2020 01:05
0
ვინც ძიუდოს ადევნებს თვალს ყველას ტედ რინერი ეგონა. გაანათლოს მისი სული უფალმა!
ლაშა
19 მაისი 2020 18:40
0
მეც ტედი მეგონა გავგიჯდი ტუმცა საწყალი
konwo
19 მაისი 2020 14:26
0
გული მიკვდება ასეთ ამბავს რომ წავიკითხავ. ნამდვილი მამა ყოფილა, სამაგალითო. თავიდან ფოტოს და სათაურს რომ შევხედე, ტედი რინერი მეგონა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს... ღმერთმა გაანათლოს!
ვაახ
19 მაისი 2020 13:43
0

სიახლეები პოპულარული