ცნობილი მოჭიდავე შვილის გადარჩენას ოკეანეში ემსხვერპლა

AutoSharing Option
TMZ-ის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი მოჭიდავე და მსახიობი შედ გასპარი წყნარ ოკეანეში, მიქცევის დაწყებისას დაიკარგა.

გასპარი ცნობილი WWE-ს ეგიდით ჩატარებული ბრძოლებით გახდა, რომლის დროსაც რინგზე (არაპროფესიონალურ, დრეკადი იატაკის მქონე) მიმდინარეობს დადგმული წარმოდგენა ჩხუბის სახით.

205 სანტიმეტრის სიმაღლის 39 წლის გასპარი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პლაჟზე ცოლსა და 10 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. სპორტსმენი ვაჟთან ერთად მოულოდნელად წამოსულმა მიქცევის ტალღებმა ოკეანის სიღრმისკენ გაიტაცა.

მაშველებმა პირველად გასპარს მიაგნეს, თუმცა მამამ შვილის გადარჩენა ითხოვა. მაშველებმა ბიჭუნა ნაპირზე გამოიყვანეს, ხოლო მამა მას შემდეგ აღარავის უნახავს, რაც ოკეანის
ტალღამ დაფარა.

სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ლოს-ანჯელესის სანაპირო დაცვაში არ გამორიცხავენ, რომ სპორტსმენი დაიხრჩო.

გასპარის მეუღლემ კი "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნაცნობებს მიმართავს, რომ შეატყობინონ, თუ შედს სადმე შეამჩნევენ...



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
გული მიკვდება ასეთ ამბავს რომ წავიკითხავ. ნამდვილი მამა ყოფილა, სამაგალითო. თავიდან ფოტოს და სათაურს რომ შევხედე, ტედი რინერი მეგონა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს... ღმერთმა გაანათლოს!
ვაახ
13:43 19-05-2020
0
მეც ტედი მეგონა გავგიჯდი ტუმცა საწყალი
konwo
14:26 19-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული