გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის საქმეში ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ფიგურირებს

AutoSharing Option
ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და მწვრთნე­ლი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ჭა­ბუ­კებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ძი­უ­დო­ის­ტი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი, ნა­რეკ­ვავ­ში გა­მარ­თულ იმ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ი­და­ნაც წა­მოს­ვლის შემ­დეგ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გიორგი ათაბეგაშვილი ამ­ბობს, რომ ტა­ტი­აშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და 18 ივ­ნისს გა­მარ­თულ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ობ­და თუ არა ჩხუ­ბის ინ­ცი­დენ­ტში, მას ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტი­აშ­ვი­ლის წვე­უ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ერთი ვერ­სი­ით, ის იყო ნა­რეკ­ვავ­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე და თა­ვად და­უ­რე­კა "ნა­ხა­ლოვ­კელ" უბ­ნე­ლებს, რომ მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სუ­ლიყ­ვნენ;
მე­ო­რე ვერ­სი­ით კი ის წვე­უ­ლე­ბა­ზე არ ყო­ფი­ლა, და­უ­რე­კეს და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ჩა­ვი­და მცხე­თა­ში, რომ­ლე­ბიც "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

"და­ვე­ლო­დე­ბით შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, ექ­სპერ­ტი­ზას და გა­მო­ძი­ე­ბა იტყვის ობი­ექ­ტურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. ის ვიცი უბ­რა­ლოდ, რომ ვე­სა­უბ­რე მის პი­რად მწვრთნელს და გიგა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით იმ­ყო­ფე­ბო­და იქ. ამ ეტაპ­ზე სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ. მწვრთნელ­მა მი­თხრა, რომ შე­ნიშ­ვნა­საც არ ვაძ­ლევ­დი, ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი­აო" - ამ­ბობს "კუ­რი­ერ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ათა­ბე­გაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ტი­აშ­ვი­ლის პი­რად მწვრთნელს, ლე­ვან ნო­ზა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ ძი­უ­დო­ის­ტი და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და: "ვიცი, რომ კლა­სე­ლის და­ბა­დე­ბის დღე ყო­ფი­ლა. ვინ რო­მელ მან­ქა­ნა­ში იჯდა და ასე­თი დე­ტა­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ ვიცი" - გა­ნუ­ცხა­და ნო­ზა­ძემ "კუ­რი­ერს".

18 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე არაგ­ვში იპო­ვეს. 19 წლის სპორ­ტსმე­ნი დღეს დაკ­რძა­ლეს.

წყარო: ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
მქნელმა ერთი ცოდვა ქნა და დამბრალებელმა ათასიო.ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის,ის უნდა დაისაჯოს კიდეც,მაგრამ ასე კარგისა და ავის ერთიანად ლანძღვაც რომ არ შეიძლება,ამასაც ხომ უნდა მივხვდეთ?ესენი,სულ მთლად ახალგაზრდა ბიჭები არიან და ზოგიერთი თუ მართლაც დამნაშავეა,ზოგიც ხომ უდანაშაულო იქნება.ისინი რამხელა და ფსიქოლოგიურ დარტყმას მიიღებენ,ეგეც ხომ უნდა ვიფიქროთ?"ჯვარს აცვით ეგე",არ გახსენდებათ?თვითონ ოჯახი იკავებს თავს,ვინმესათვის ბრალის დადებაზე,სანამ ყველაფერი გაირკვევა და იქნებ ჩვენც პატივი ვცეთ?გიორგი დავკარგეთ და სხვა,რომელიმე უდანაშაულო ახალგაზრდის სულსაც ნუ გავანადგურებთ,ჩვენი რისხვით.ყველა დამნაშავეს პასუხი უნდა მოეთხოვოს,მაგრამ მხოლოდ დამნაშავეს და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვაქცევთ.
სოსო
17:57 26-06-2020
5
სამუდამო პატიმრობა ყველას მშობლებიანად თუ იცოდნენ
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული