სხვა

სხვადასხვა

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის საქმეში ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ფიგურირებს

AutoSharing Option
ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და მწვრთნე­ლი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ჭა­ბუ­კებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ძი­უ­დო­ის­ტი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი, ნა­რეკ­ვავ­ში გა­მარ­თულ იმ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ი­და­ნაც წა­მოს­ვლის შემ­დეგ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გიორგი ათაბეგაშვილი ამ­ბობს, რომ ტა­ტი­აშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და 18 ივ­ნისს გა­მარ­თულ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ობ­და თუ არა ჩხუ­ბის ინ­ცი­დენ­ტში, მას ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტი­აშ­ვი­ლის წვე­უ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ერთი ვერ­სი­ით, ის იყო ნა­რეკ­ვავ­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე და თა­ვად და­უ­რე­კა "ნა­ხა­ლოვ­კელ" უბ­ნე­ლებს, რომ მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სუ­ლიყ­ვნენ;
მე­ო­რე ვერ­სი­ით კი ის წვე­უ­ლე­ბა­ზე არ ყო­ფი­ლა, და­უ­რე­კეს და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ჩა­ვი­და მცხე­თა­ში, რომ­ლე­ბიც "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

"და­ვე­ლო­დე­ბით შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, ექ­სპერ­ტი­ზას და გა­მო­ძი­ე­ბა იტყვის ობი­ექ­ტურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. ის ვიცი უბ­რა­ლოდ, რომ ვე­სა­უბ­რე მის პი­რად მწვრთნელს და გიგა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით იმ­ყო­ფე­ბო­და იქ. ამ ეტაპ­ზე სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ. მწვრთნელ­მა მი­თხრა, რომ შე­ნიშ­ვნა­საც არ ვაძ­ლევ­დი, ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი­აო" - ამ­ბობს "კუ­რი­ერ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ათა­ბე­გაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ტი­აშ­ვი­ლის პი­რად მწვრთნელს, ლე­ვან ნო­ზა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ ძი­უ­დო­ის­ტი და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და: "ვიცი, რომ კლა­სე­ლის და­ბა­დე­ბის დღე ყო­ფი­ლა. ვინ რო­მელ მან­ქა­ნა­ში იჯდა და ასე­თი დე­ტა­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ ვიცი" - გა­ნუ­ცხა­და ნო­ზა­ძემ "კუ­რი­ერს".

18 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე არაგ­ვში იპო­ვეს. 19 წლის სპორ­ტსმე­ნი დღეს დაკ­რძა­ლეს.

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ