"აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" – "სოკარის" მხარდაჭერით, პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა

AutoSharing Option
29 ივნისს, პატარა ლილოს მთაზე, "ახალგაზრდული მედია კავშირის" ორგანიზებითა და კომპანიების - "სოკარისა" და "ევროპაბეთის" მხარდაჭერით, პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა. დიდი ხნის ოცნება 20-ზე მეტმა ადამიანმა აიხდინა. მათ შორის იყვნენ სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები და შშმ პირები. სპეციალური საჭიროებების მქონე მონაწილეებმა, მაგალითად, უსინათლოებმა, ან პირებმა, რომელთაც აქვთ ზურგის ტვინის დაზიანება ან ორმაგი ამპუტაცია, მათთვის სპეციალურად დამზადებული კონსტრუქციის, ეტლის საშუალებით იფრინეს.

პარაპლანით ფრენის ღონისძიება შშმ პირთათვის პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, 2012 წლიდან ხორციელდება.
უკვე მესამე წელია, კომპანია "სოკარი" "ევროპაბეთთან" ერთად ამ პროექტის მხარდამჭერია და პარაპლანით ფრენის გარდა, "ახალგაზრდულ მედია კავშირს" შშმ პირთათვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში ეხმარება.

პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული