სხვა

სხვადასხვა

შალვა ნათელაშვილი: სანამ სპორტის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, ჩვენ მოვითხოვთ...

AutoSharing Option
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვას უნდა მოჰყვეს მკაცრი ზომები. მისი თქმით, უნდა მოხდეს სპორტის სრული დეკრიმინალიაზცია. „იძულებული გავხდით რომ გაგვეგზავნა თხოვნა მსოფლიო საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისათვის, ჭიდაობის , რაგბის და ფეხბურთის დარგში, რომ შეუჩერონ ანალოგიურ ქართულ ფედერაციებს ხმის უფლება და წევრობა ამ მსოფლიო სტრუქტურებში, სანამ არ მოხდება სპორტის დეკრიმინალიზაცია, მათი გაწმენდა ქურდული გაგებისა და შავი სამყაროსაგან და სანამ სქელკუნთა და გონებაჩლუნგი მკვლელები, არ ჩამოცილდებიან პოლიტიკას, ბიზნესს, მმართველობას, მთავრობას." - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
 
 
 
 
ასევე დაგაინტერესებთ