სხვა

სხვადასხვა

"ის თავში გამეტებით მირტყამდა, რამაც აზროვნების უნარი დამაკარგვინა..." - მაიკ ტაისონი [VIDEO]

AutoSharing Option
კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ ევანდერ ჰოლიფილდს შესაძლებლობის შემთხვევაში კვლავ უკბენდა.

ტაისონმა 1997 წელს გამართულ ორთაბრძოლაში მოწინააღმდეგეს ყურის ნაწილი მოაჭამა.

"თუ ის ისევ გაიმეორებს იმას, რის გამოც მე მას ყურზე ვუკბინე, იმავეს აუცილებლად გავიმეორებდი. ვუკბენდი მას იმიტომ, რომ მისი მოკვლა უნდოდა. მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ის თავში გამეტებით მირტყამდა, რამაც აზროვნების უნარი დამაკარგვინა. ამ ყველაფერმა ბრძოლის წინ დასახული გეგმიდან ამომაგდო.

ეს ცუდია თუ კარგი, მე უფლებას არავის მივცემ, რომ ჩემი ტიტული წამართვას. ამიტომ მე ყველაფერს დავუპირისპირდები, რაც
წინ გადამეღობება. მე ეს გავაკეთე. მე ამ ყველაფერზე ავიღე პასუხისმგებლობა" - განაცხადა ტაისონმა.


ეს კი ის მომენტი, როდესაც ტაისონმა მეტოქეს ყურზე უკბინა

მომზადებულია sports-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ