სხვა

სხვადასხვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო 4 სრულწლოვან ბრალდებულს 5-5 წლით დააკავებენ

AutoSharing Option
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 8 სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

დაკავებული 5 პირიდან 4 ბრალდებულს 5-5-წლიანი პატიმრობა, ერთ პირს - მორაგბე ვასილ მახარაძეს კი, 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 8 სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

წყარო: IPN

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო 4 სრულწლოვან ბრალდებულს 5-5 წლით დააკავებენ" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა



ასევე დაგაინტერესებთ