გამოცხადებული ოქროს ქრონიკა - ლაშა ტალახაძე იწყებს!

AutoSharing Option
4 აგვისტოს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას დატვირთული დღე ნაკლებად აქვს, მაგრამ ის ჩვენთვის წარმატებული უნდა გამოდგეს - საქმეში ხომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ სამჯერ დასახელებული, უამრავი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე ჩაერთვება.

ქართველმა ძალოსანმა რეკორდი ბოლოს 2021 წელს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე (სადაც ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა) დაამყარა, როცა ატაცში 222 კგ დაძლია, აკვრაში დამორჩილებული 263 კგ კი მის მიერ დამყარებულ საუკეთესო შედეგს მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩებოდა. საერთო მაჩვენებელი - 485 კგ-იც რეკორდული იყო.

რას უნდა ველოდოთ ტოკიოში? 27
წლის სპორტსმენის ახალ რეკორდებსა და გამარჯვებას! თითქოს, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლას ვერც გორ მინასიანი ეცდება, რომელიც ოლიმპიადაზე სომხური დელეგაციის შეზღუდული რაოდენობის გამო (დოპინგ-სკანდალის შემდეგ) ტოკიოში ვერ იასპარეზებს. მინასიანმა ხსენებულ ევროპირველობაზე მშვენიერი შედეგი, 464 კგ დააფიქსირა, თუმცა, ტრადიციულად, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

+109 კგ წონითი კატეგორიის ძალოსნების შეჯიბრება თბილისის დროით 14:50 საათზე დაიწყება.

ჭიდაობა - რამაზ ზოიძე

ოლიმპიადის დაწყების წინ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად რამაზ ზოიძე (67 კგ) მიიჩნეოდა და მან მოლოდინები ნაწილობრივ გაამართლა - საწყის ეტაპზევე კუბელი მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ისმაილ ბორერო დაამარცხა.
ამას ულამაზესი გდებით ნახევარფინალში გასვლა მოჰყვა. სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენის წარმატებული სვლა აქ შეჩერდა - ირანელ მეტოქესთან დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეუძლია, რაც, თავისთავად, კარგი შედეგი იქნება.

Sportall.Ge

ფინალური ბლოკი 4 აგვისტოს, თბილისის დროით 14:00 საათიდან დაიწყება.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელია მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130), ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

altზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]

altანტონ პლესნოი: მუხლიც რომ ჩამშლოდა, საქართველოსთვის მედალი უნდა მომეპოვებინა

altლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებულია! [VIDEO]

altქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატება ჩვენს დევკაცსს!!!!!!!!!!!
გია
04 აგვისტო 2021 12:33
0
ერთი ლიმონი ჯიბაშიიიი კიდევ რეკორდების ლიმონებიც ჯიბაშიიი მშვენიალურია ტალახ
ვახო
04 აგვისტო 2021 11:07
2
ლაშა ღმერთმა წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგაკლოს. მჯეტა 500 კილო ჯამურ წონას დაძლევ და სამუდამოდ დარჩები ისტორიაში. ეხლაც ლეგენდა ხარ.
ამწეკრანი
04 აგვისტო 2021 10:14
0
ოქრი შენზეა "ლიმონი" ჩემზე.
ჭორლეონე
04 აგვისტო 2021 09:17
6
მიდი დევკაცო შენ გენაცვალე.დროშა უნდა აიწიოს და ჰიმნი აჟღერდეს ლაშა,ღმერთი შენსკენაა და მთელი საქართველო,მიდი!
ჰაიაბუსა
04 აგვისტო 2021 09:17
0
ღმერთო შენ დაეხმარე ტალახაძეს. საქართველოში, ყველაფერში და განსაკუთრებით სპორტში, რამდენი წინასწარ ვიბლატავეთ, იმდენი ცხვირი წავიტეხეთ. კარგით რა, რას ითარსებით.
ჰაჰა
03 აგვისტო 2021 22:17
6
მართლაც რა! ასე წინასწარ არ შეიძლება, ვიცით ლაშას შესაძლებლობები, მაგრამ მარტო ეგ ხო არ არის - არის ტერამვა, არის დოპინგ-გაუგებრობები, აწონვები მილიონი ნიუანსია, ასეთი იდიოტური თავდაჯერებულობა თუ წინდაუხედაობა თუ რა ქვია მაგას არ შეიძლება - ღმერთო ახალი მსოფლიო რეკორდით მოგვაგებინე ოქროს მედალი!
ლევანი
04 აგვისტო 2021 08:59
1
კიდევ წამოვა მედლები ჩვენს ყულაბაში
ანას საყვარელი
03 აგვისტო 2021 21:58
1
ოქროს შანსი ვის აქვს მეტი, ტალახაძე აიღებს ოქროს და მეტი ვინ უნდა აიღოს წესით ჭიდაობაში?
გოგა
03 აგვისტო 2021 21:00
5
პეტრიაშვილი რეალური პრეტენდენტი
baggio
03 აგვისტო 2021 22:10
0
გენო პეტრიაშვილი
ანას ქმარი
03 აგვისტო 2021 21:25
0
ლაშა ერთადერთი სპორტსმენია ამ ოლიმპიადაზე ვისაც 100% ოქრო აქვს განაღდებული!
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩანპიონია!
03 აგვისტო 2021 20:33
2
ბაზარი არ არის მარა მაინც ნუ იძახი წინასწარ, ენამ არ გიყივლოს :D
ასა
03 აგვისტო 2021 21:01
2
კაი ვთქვათ და აწია 850კილო დაამყარა პლანეტათაშორისი რეკორდების რეკორდი მარა რომელ სააათზე იწყება მიაწერე რაა შე კაი ადამიანოოო
kaiii
03 აგვისტო 2021 20:11
6
წერია დრო მეგობარო, მეც მაინტერესებდა და გავიგე, 14:50
ანას ქმარი
03 აგვისტო 2021 21:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული