ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

AutoSharing Option
თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

შემთხვევა სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს - იარაღის დაუდევრად შენახვას.

interpressnews

alt"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება

altოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს - კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია


მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ ზვიადაურს რაც ცემა ტყეპა აქვს გამოვლილი ტვინი მაინც არ ისწავლა.. ეხლა კაცი მოკლა და კაცურად სასჯელის მოხდაც არუნდა...უსამართლობის გრძნობას აჩენს ქვეყანაში ეს არის და თორემ ისემც უქნიათ ციხე გაუუქმებიათ. უტვინო მთავრობის ხელში ყველაფერი მოსალოდნელია. კობახიძე რო ჭკუის დამრიგებელი და მართველად დაგიდგება უნდა დაიხურო ქუდი და გასწიო ბედის საძიებლად ))
რომა
30 ნოემბერი 2021 01:32
5
არ გამოუშვიათ სასამართლო პროცესამდე გამოუშვეს( არავის ტრაკს არ ვწმენდ და პროცესზეც შეიძლება ცუდად მოიქცნენ) უბრალოდ სიმართლეა. ყველგან ეგრეა თავდებში ,თუ ჩაგიდგება ნახევარი ქვეყანა გამოგიშვებენ სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
დიმო
29 ნოემბერი 2021 22:25
10
არაა ყველგან ეგრე.
მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე თუ არსებობს არ უშვებენ თავდებში.
ყველგან კი არაა ეგრე ჩვენთან და ჩვენისთანა ნათელ ქვეყნებშია ეგრე.
lsd
30 ნოემბერი 2021 09:37
1
აი ოცნების სახე მკვლელი გაუშვეს,კალაძე კობიაშვილი აი მკვლელობის მიმტევებლები
gizi
29 ნოემბერი 2021 20:41
4
შენ თუ ბოღმიანი არ ხარ, კალაძე კობიაშვილი რა შუაშია?! კობია მოსამართლე და კალაძე პროკურორი?! არც იცნობთ საქმეს და კანონებს და უბრალოდ ჭორაობთ და ისვრით ისეთ სიტყვეს,უბრალოდ რომ გაწყობთ.
:-(
30 ნოემბერი 2021 08:38
2
ანუ ქოცი თუ ხარ ყველაფერი მოსულა? აი მალადცი
ჯონდპ
29 ნოემბერი 2021 18:42
6
ეგეც თქვენი სამართალი და სასამართლო , ჩალით დახურული სახელმწიფო ...
სიმართლე
29 ნოემბერი 2021 18:40
4
ეგ ნაცებისთვის. ნორმალური ადამიანებისთვის სულ არ იყო დასაჭერი.
Odala
29 ნოემბერი 2021 17:34
28
რატომ
leqso
29 ნოემბერი 2021 20:32
0
როდემდე ეს უსამართლო უნამუსობა არ გცხვენიათ არაფრის ან ამ ხალხს რა ჭირს ესე ჩუმად როგორ ითმენს ყველაფერს მალე იმ ცხრ წელს გაასწრებენ ესენი
29 ნოემბერი 2021 17:06
4
მე მგონი აჯობებს ბარემ ყველა მკვლელი და გამომძალველი გამოუშვან და ჩვენ ჩაგვსვან. რაღას გვაწვალებენ.
მიშა
29 ნოემბერი 2021 16:50
3
ოეეეე
ქვეყანა ევროპული ჩალით არის გადახურულიიიი.....
Status quo
29 ნოემბერი 2021 16:21
2
როგორც მოსალოდნელი იყო რამდენიმე თვით ჩასვეს და გამოუშვეს.
თემო
29 ნოემბერი 2021 15:16
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული