სხვა

სხვადასხვა

მოციგავე ქუმარიტაშვილი ოლიმპიადაზე - საბას ლიცენზია

AutoSharing Option
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოციგავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა. ლიცენზიის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო საციგაო სპორტის ფედერაციიდან უკვე მიიღო.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი კი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები). ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10
საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი