გუბანოვას შთამბეჭდავი გამოსვლა - ქართველი სპორტსმენი ათეულში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ერთეულებში მოკლე პროგრამით წარდგა და 30 მონაწილეს შორის მე-10 ადგილი დაიკავა.

გუბანოვამ მშვენიერი ნომერი შეასრულა, ილეთებს ფაქტობრივად უშეცდომოდ, ლამაზად და კომბინირებულად აკეთებდა. ქართველმა სპორტსმენმა 65.4 ქულა დაიმსახურა და თავდაპირველად, ლიდერობდა კიდეც...

ანასტასია 24 მონაწილეს შორის იქნება და თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მე-6 ადგილი დავიკავეთ და ფინალში გადასულ ჩინეთს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამოვრჩით.

altყვითელაშვილის ლამაზი ნომერი და ათეული [VIDEO]

altგუბანოვას მშვენიერი გამოსვლა და თანაბარი ქულები ჩინეთთან - ფინალამდე ცოტა დაგვაკლდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსს ვერ შეცვლი ყოველთვის უმადურია: ძირითადი მოციგურავეები რუსეთის ნაკრებში ეთერი თუთბერიძის მომზადებულია,მაგრამ ნახეთ კომენტარები ერთ სამადლობელ სიტყვასაც ვერ ნახავთ, ლანძღვა კი მადლობის მაგიერია. თურმე ქართველი მწვრთნელი დესპოტია და დაუნდობელად მომთხოვნია პატარა გოგონების მიმართ და ნაკრებიდან გასაშვები ყოფილა.
ვაი თქვენს პატრონ პეტრე 1-ს.
ვაჟა მასწავლებელი
16 თებერვალი 2022 02:10
4
რას სჩადიხართ? ქართველ ხალხს ატყვილებთ,ქვეყანას ანგრევთ,სოციალური ყოფა ქვეყნის განადგურებულია,სპორტი ნადგურდება ბაკურიანის,გუდაურის მქონე ქვეყანაში,ზამთრის სპორტის სახეობები გასრესილია,არ არსებობს,მსოფლიოს ოლიმპიურ დონეზე კი არა,რეგიონალურ დონეზეც კი.ერთი რომელი ქართველი სპორტსმენია აღზრდილი საქართველოში ან ქართული სპორტული ბაზის საწყისებზე.განადგურებულია,ვითომ უსახსრობით,სპორტის სტრატეგიული სახეობები.თხილამურები სროლით თუ ძალოსნურ,ჭიდაობები თუ...რაგბიში ხორელის წყალობით ფრანგულ ტოპ 14ში უნიჭიერესი ქართველების თამაშმა, გაგვიყვანა მსოფლიოს დონეზე მაგრამ ეხლა ამ რაგბისაც ვანადგურებთ.უნიჭიერესი ახალგაზრდების მქონე ქვეყანაში,უბაზისოდ ,უვიცობით მწვრთნელთა,ჩასვრილები ვართ ყველაფერში,ვის ვატყვილებთ,ჩვენივე თავს...
ამბასადორი
15 თებერვალი 2022 21:32
13
ჯერ მართლწერას რომ დაუთმოთ დრო? ეგებ ჩვენც გავერკვეთ ამასობაში რას ჩავდივართ...
გიორგი
16 თებერვალი 2022 23:02
0
ანასტასია - თუ კითხულობ, გთხოვ გამომყევი ცოლად!
ბესარიონოვიჩი
15 თებერვალი 2022 20:01
4
ფანტასტიკაა
ვაუ
15 თებერვალი 2022 17:10
3
რა გასაკვირია, ქართველები ისედაც გამოვირჩევით უშეცდომო, შთამბეჭდავი მოციგურავეებით
nika
15 თებერვალი 2022 17:00
11
გუნდურ პირველობაზე უფრო მაღალი ქულებით შეუფასეს მსაჯებმა.ახლა მგონი ცოტათი დაწვეს,მსაჯებმა.
სოსო
15 თებერვალი 2022 16:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული