რაჭაში კუდოს ეროვნული თასის გათამაშება გაიმართა

AutoSharing Option
ამბროლაურში, კომპლექსურ სასპორტო სკოლაში, საქართველოს თასი გაიმართა კუდოში. ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე კუდოისტმა მიიღო. საქართველოს თასი სხვადასხვა ასაკსა და 13 კატეგორიაში გაიმართა, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგონები ასპარეზობდნენ. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სხვა პრიზები გადაეცათ.

კუდო იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც კარატეს, ძიუდოს, კრივისა და ჭიდაობის ელემენტებს აერთიანებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული