სხვა

სხვადასხვა

ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა გიგანტურ სლალომში სამი სპორტსმენით იასპარეზა

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლოსწინა დღეს საქართველოს ნაკრებმა გიგანტურ სლალომში სამი სპორტსმენით იასპარეზა.

ლევან ნაზღაიძემ ორი დაშვების ჯამში ტრასა 3:06.14 წუთში გაიარა და 61-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

ოთარ წულეისკირმა გიგანტურ სლალომში გამოსვლას 3:07.71 წუთი მოანდომა და საბოლოოდ 63-ე შედეგი დააფიქსირა.

არ გაუმართლა ლუკა ბურდულს, რომელმაც ტრასა ბოლომდე ვერ გაიარა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი