სხვა

სხვადასხვა

"ფეხბურთი პოლიტიკის მიღმა არაა, რუსი სპორტსმენების ტურნირებიდან მოკვეთა სამართლიანია" - ამბობს რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
Match Tv-ის ყოფილი კომენტატორი სერგეი კრიხოვარჩენგო რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებზე არდაშვებას მხარს უჭერს და სამართლიანად მიიჩნევს:

- სწორია რუსი სპორტსმენების არდაშვება ტურნირებზე?

- დიახ.

- მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას?

- პირველ რიგში, ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყვნენ უკრაინელი და რუსი სპორტსმენები ერთსა და იმავე შენობაში და შეეჯიბრონ რუს სპორტსმენებს.

თუმცა აქამდეც ბევრი ომი ყოფილა, მაგალითად, მთიან ყარაბახში, თუმცა არცერთი ქვეყნისთვის არ აუკრძალავთ სპორტულ ტურნირებზე გამოსვლა, მხოლოდ ერთმანეთში შეხვედრებს არ უშვებდნენ; როგორც მახსოვს, რუსეთის და
უკრაინის შეხვედრები ყირიმის უკრაინიდან ჩამოშორების მერე აღარ ხდება. ამაზე რას ფიქრობთ?


- კონცეფცია, რომ ფეხბურთი პოლიტიკის გარეთაა, აბსოლუტურად არასწორია, რადგან ფეხბურთი კულტურის ნაწილია და კულტურა ვერ იქნება პოლიტიკის გარეშე.