სხვა

სხვადასხვა

"სულელები და უტვინოები, მალე დასრულდებიან!" - 4-გზის რუსი ოლიმპიური ჩემპიონი უკრაინელებზე

AutoSharing Option
ბიატლონში 4-გზის რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსანდრ ტიხონოვმა შეაფასა უკრაინის ვერხოვნაია რადას ინიციატივა, გაუქმდეს ხელის ჩამორთმევის ტრადიცია სპორტულ ტურნირებზე.

"ეს უტვინო, სულელი ხალხია, მეტს რას უნდა ელოდე ასეთი ხალხისგან. ჩვენ ათასობით წლის განმავლობაში ვართმევდით ერთმანეთს ხელს და ვულოცავდით წარმატებას, ვესალმებოდით ერთმანეთს, მათ კი ასეთი დისკომფორტის შექმნა უნდათ.

სპორტი ადამიანებს უნდა აახლოებდეს. ეს სულელი, უტვინო ხალხია, რომელიც მალე დასრულდება. ჩვენ ყოველთვის ერთ მაგიდასთან ვისხედით და მშვიდობისკენ და მეგობრობისკენ მოვუწოდებდით ყველას", - ამბობს ტიხონოვი.