იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტი განმარტავს, რომ ჯილდო მედიის განვითარებისთვის გაწეული მომსახურებისთვის გაიცემა.
"მედიის განვითარებისთვის და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის დავაჯილდოვეთ თინათინ კანდელაკი, სააქციო საზოგადოება "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილე", - ნათქვამია განკარგულებაში.
კანდელაკი ამჟამად "გაზპრომის მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს. როგორც მოგახსენეთ, ქართველი ჟურნალისტი 2015/21-წლებში სპორტული არხის "Match TV"-ს გენერალური პროდიუსერი გახლდათ.