სხვა

სხვადასხვა

ვლადიმირ პუტინმა თინა კანდელაკი დააჯილდოვა

AutoSharing Option
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "Match TV"-ს ყოფილი გენერალური პროდიუსერი თინა კანდელაკი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტი განმარტავს, რომ ჯილდო მედიის განვითარებისთვის გაწეული მომსახურებისთვის გაიცემა.

"მედიის განვითარებისთვის და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის დავაჯილდოვეთ თინათინ კანდელაკი, სააქციო საზოგადოება "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილე", - ნათქვამია განკარგულებაში.

კანდელაკი ამჟამად "გაზპრომის მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს. როგორც მოგახსენეთ, ქართველი ჟურნალისტი 2015/21-წლებში სპორტული არხის "Match TV"-ს გენერალური პროდიუსერი გახლდათ.
ასევე დაგაინტერესებთ