შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი მიხეილ ყაველაშვილი შაბათს, 14 დეკემბერს, საქართველოს მე-6 პრეზიდენტი გახდება. ის სახელისუფლებო პარტია "ქართულმა ოცნების" კანდიდატია. შეგახსენებთ, მომავალი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა და მას 300 წევრით (ხმოსნით) დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია დაამტკიცებს.

მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო, რასაც თბილისის "დინამო", "სამტრედია" და ვლადიკავკაზის "სპარტაკი"(შემდეგში ალანიას წევრიც იყო) მოჰყვა.

ყაველაშვილი და ქინქლაძე "სიტიში"

Sportall.Ge

1996 წლის 1-ელ იანვარს მიხეილი "მანჩესტერ სიტის" რიგებში ჩაირიცხა. ის "გრასჰოპერში" იჯარით გაუშვეს,
ამის შემდეგ კი სხვადასხვა შვეიცარიულ კლუბებში თამაშობდა - "ლუცერნი", "სიონი", "აარაუ", "ბაზელი" და "ციურიხი". საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ყაველაშვილმა 46 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ცხრაჯერ აიღო.

altმიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

altმიხეილ ყაველაშვილი: უკეთესი იქნებოდა, პროტესტი გამოეთქვათ, რომ წარუმატებელი ფეხბურთი გვაქვს და ამაზე ბოდიშს მოვიხდიდი

მკითხველის კომენტარები / 188 /
ის ხალხი ვინც ვერ იშლის კერპთაყვანისმცემლობას ღირსია ასეთი პრეზიდენტი ჰყავდეს. ერთი კაცის ხუშტურებზე იაროს. ერთმა ყოფილმა დეპუტატმა მერე რა რომ დიპლომი არ აქვსო, არც დავით აღმაშენებელს და არც თამარ მეფეს არ ჰქონიათო დიპლომები. ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა?
დავით67
18:30 13-12-2024
1
Ახალი ამბავი მინდა გითხრათ ყველას.ჩვენი მთავარი ქათამი რო დაუჭერიათ ეგრევე გადაუყვანიათ ბიუ-ბიუს ფერმაში,მაგრამ ოი საოცრება-კვერცხი დაუდია!
კვერცხი დაუდია და ბიუ-ბიუს ფერმაში უთქვიათ ეს მეხორცული ქათმის ფერმაა და არა მეკვერცხულებისო.ამიტომ მოუთხოვიათ ჩვენ არა გვაქვსო მეკვერცხული ქათმებისთვის საჭირო პირობებიო და გადაიყვანეთო.გადაიყვანეს ეხლა ჩვენი მთავარი ქათამი პატარძეულის მეფრინველეობის ფაბრიკაში სადაც არ აქვს ჩვენ მთავარ ქათამს კომფორტული პირობები.ამიტომ მინდა მოუწოდო ყველას: შეუქმენით ჩვენ ქათამს საჭირო პირობები თორემ მთელი საქათმეთი გავიგლეჯავთ ბუმბულს!!!
დავით 67
18:27 13-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული