შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი მიხეილ ყაველაშვილი შაბათს, 14 დეკემბერს, საქართველოს მე-6 პრეზიდენტი გახდება. ის სახელისუფლებო პარტია "ქართულმა ოცნების" კანდიდატია. შეგახსენებთ, მომავალი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა და მას 300 წევრით (ხმოსნით) დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია დაამტკიცებს.

მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო, რასაც თბილისის "დინამო", "სამტრედია" და ვლადიკავკაზის "სპარტაკი"(შემდეგში ალანიას წევრიც იყო) მოჰყვა.

ყაველაშვილი და ქინქლაძე "სიტიში"

Sportall.Ge

1996 წლის 1-ელ იანვარს მიხეილი "მანჩესტერ სიტის" რიგებში ჩაირიცხა. ის "გრასჰოპერში" იჯარით გაუშვეს,
ამის შემდეგ კი სხვადასხვა შვეიცარიულ კლუბებში თამაშობდა - "ლუცერნი", "სიონი", "აარაუ", "ბაზელი" და "ციურიხი". საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ყაველაშვილმა 46 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ცხრაჯერ აიღო.

altმიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

altმიხეილ ყაველაშვილი: უკეთესი იქნებოდა, პროტესტი გამოეთქვათ, რომ წარუმატებელი ფეხბურთი გვაქვს და ამაზე ბოდიშს მოვიხდიდი

მკითხველის კომენტარები / 200 /
ან გახდება ან არა!
ბაგრატიონების სიძე
21:01 13-12-2024
0
Კაცი და პიროვნება რომ იყოს, გინდა ფეხბურთელი ყოფილიყო და გინდაც ჰოკეისტი.
კალდერონი
20:35 13-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული