ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიამ "ფეისბუქპოსტი" გაავრცელა:

"მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.

ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი. მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს
ისე როგორც არასდროს!"

alt"ნაპოლი" კარგი შედეგით, ლუკაკუსა და კვარაცხელიას ბომბარდირობით, თუმცა... - როცა ხვიჩასა და საბას დუელი შედგა

alt"სირცხვილია" - გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 45 /
ხვიჩა, თუ მაგ მოწოდება ორივე მხარეს ეხება, კაცი ყოფილხარ. თუ მილიციელებზე ქვისა და დინამიტების სროლა ვერ დაინახე და მხოლოდ მილიციელის მიერ მოქნეული ხელჯოხი ნახე, ნახევარად ბრმა. ნახევრად ბრმობა კი ღალატია ღმერთის ან კაცის. რაც შეეხება ევროკავშირში შესვლას, ამას ევროკავშირის მიერ ჩემი ქვეყნის 6 წლიანი შანტაჟი არ ჭირდება. 2 წელიწადშიაც 2028-2030 წლებშიაც კარგად მოვილაპარებთ. საერთოდ კი თუ გერმანიაში ხელისუფლებაში ეროვნული ძალა მოვიდა (რისიც დიდი შანსია ამ არჩევნებში) გერმანია დაუყოვნებლივ დატოვებს ევროგაერთიანებას და ევროკავშირიც დაიშლება, რასაც ვუსურვებ კიდეც ამ აშშ-ის მონა კონტინენტს.
ჟორა
18:49 30-11-2024
29
არასდროს ეჭვი არ შემიტანია თქვენი ანალიზის სისწორეში სპორტული განხრით. არ მგონია რომ კრიტიკული აზროვნება სხვა საკითხშიც არ გქონდეთ განვითარებული. ამიტომ მიმაჩნია, ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმა და ამას თქვენგან არ ველოდი. აზროვნების უნარი როცა დაქვეითებულია, მხედველობაში მყავს ახალგაზრდობის მაწილი, იმას სწორი სიტყვით მკურნალობა სჭირდება.
გიორგი
18:05 30-11-2024
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული