სხვა

სხვადასხვა

ხმლით მოფარიკავე კადეტებს შორის მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე, ანასტასია ცანავამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საფრანგეთში, ხმლით მოფარიკავე კადეტებს შორის მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე, ანასტასია ცანავამ ვერცხლის მედალი მოიპოვა!

ანასტასია ცანავამ ჯგუფში, 5 ბრძოლის მოგების შემდეგ, უპირატესობა მოიპოვა, ერთი ბრძოლა გამოტოვა და ასპარეზობა T64-დან დაიწყო, რის შემდეგაც 5 ბრძოლა მოიგო, ფინალური ასპარეზობა მინიმალური სხვაობით, 15:13 დათმო და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ ჩეხეთში ჩატარებულ კადეტთა ციკლის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.