სხვა

ტანვარჯიში

სალომე პაჟავამ კიევის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
გასულ კვირას კიევმა მხატვრულ ტანვარჯიშში ორ საერთაშორისო ტურნირს - კიევის გრან პრისა და სენიორებსა და იუნიორებს შორის "ირინა დერიგინას თასის" გათამაშებას უმასპინძლა.

ქართველმა სპორტსმენებმა სამივე ტურნირზე იასპარეზეს. გრან პრიზე, რომელიც რანგით ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრებაა, სალომე ფაჟავამ ბურთითა და გურზებით ვარჟიშში ფინალში იასაპარეზა.

გურზებში სალომემ ყველას აჯობა და 19.700 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა. ბაფთით ვარჯიშში კი, ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.

"ირინა დერიგინას თასზე" სენიორთა შორის წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრების მეორე ნომრის, ნათელა ბოლატაევას ასპარეზობა. ბოლატაევა ოთხივე საგნით
ვარჯიშში ფინალში გავიდა - ბაფთით ვარჯიშში მეორე, ხოლო რგოლით ვარჯიშში მესამე ადგილი დაიკავა. ბურთით ვარჯიშში ნათელა მეოთხე, ხოლო გურზებით ვარჯიშში მეხუთე ადგილზე გავიდა.

იუნიორებს შორის ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი. ნუცა ჯანაშვილმა ბაფთით ვარჯიშში მეხუთე ადგილი დაიკავა, ბურთით ვარჯიშში კი მეშვიდე ადგილს დასჯერდა.