მძიმე სასჯელი Z სიმბოლოსთვის - რუსი სპორტსმენის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია

AutoSharing Option
გარკვეული პერიოდის წინ 20 წლის რუსმა ტანმოვარჯიშე ივან კულიაკმა საკუთარი სპორტის სამყარო შოკში ჩააგდო და დოჰაში ჩატარებული შეჯიბრების კვარცხლბეკზე Z-სიმბოლოკით ავიდა, თან ასე უკრაინელი სპორტსმენის გვერდით დადგა.

რუსი მსოფლიო თასის ღონისძიებაზე მესამე ადგილზე გავიდა, შეჯიბრება კი უკრაინელმა ილია კოვტუნმა მოიგო.

მოგეხსენებათ, Z ასო რუსულ ანბანში არ არის, ის რუსეთის უკრაინაში შეჭრილი სამხედრო შენაერთების ტექნიკაზე აწერია და ზოგადად, უკრაინისადმი განხორციელებული აგრესიის სოლიდარობის ნიშნად იქცა. ივან კულიაკმა ამ ნაბიჯით თანადგომა პუტინის ჯარს გამოუცხადა. მსგავსი უღირსი საქციელის შემდეგ, რა თქმა უნდა, სპორტსმენი სამაგალითოდ
დაისაჯა, ტურნირებზე გასვლა 1 წლით აუკრძალეს და დამსახურებული მედალიც ჩამოართვეს; ასევე, დაეკისრა ფულადი ჯარიმა (500 დოლარი).

"მეორე შანსი რომ იყოს და ისევ მომიწიოს არჩევა, გამოვიდე თუ არა Z ასოთი, ისევ იმავეს გავიმეორებდი" - განაცხადა ივანმა.

ამის შემდეგ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ გამოძიება დაიწყო და დაადგინა, რომ ახალგაზრდა კულიაკმა სიმბოლოს ტარებით წესები დაარღვია. ზოგადად, უკვე იცით, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე გასვლა აუკრძალეს, თუმცა კულიაკს კომპეტენტურ ორგანოში გასაჩივრება 21 დღის ვადაში შეუძლია.

მომზადებულია unilad-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ისე იმ უკრაინელს რომ ჩაერტყა თავში, რა იქნებოდა ნეტავ? არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასჯილიყო უკრაინელი. მე პირადად ორ ოქროს მედალს მივცემდი
დავით 67
20 მაისი 2022 01:32
1
სამაგალითო დასჯაა 1 წელი და 500$? დასცინის კიდევაც, იგივეს გავაკეთებდიო. მთლიანად მოკვეთონ სპორტს
ვითომ დასჯა
19 მაისი 2022 14:28
15
Მაგის შოვინისტური გამოხტომა და ტლიკინი სპორტიდან სამუდამო მოკვეთას იმსახურებს.
Ზაზა
23 მაისი 2022 09:26
0
ისევ თუ იმ ჭკუაზეა რომ გააკეთოს, ახლავე სჯობია სამუდამო მისცენ რაღა მერე თავიდან დააიგნორონ. რა ჯიბრიანი და ხეპრე ხალხია გადაირევი. ზომბირება პროპაგანდით მართლა დიდი რამეა.
G.LA
19 მაისი 2022 13:50
9
პროპაგანდამ-არ დაა..ღ..ვა გერმანელები- ჰიტლერის დროს (?!),ღრუსები -საბჭოთა იმპერიაში- შიმშილით კვდება დასავლეთში ხალხი-ო...(?!) და დღესაც -პროპაგანდამ არ მოაჩერჩეტა,ისედაც გამოჩერჩეტებული- ზომბირებული- ურუსი ხალხი,მთლად შარიკოვებად ქცეულები(?!) -81-ე ადგილზე ცხოვრობდნენ-ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით ... და 24 -თებერვლის მერე- კაცმა-არ იცის-სად იქნებიან, და კიდევ რომ იმ თავიანთ ჭაობში სურთ წაათრიონ მთელი სამყარო ამ ც ა ლ ტ ვ ი ნ ა შარიკოვებს(?!)
კახაბერი
19 მაისი 2022 18:06
2
აწი კრემლის ყრილობათა სახლში იტანვარჯიშე შე სლეო D ისე 20 წლის ვირი სადაური თინეიჯერია ? D
zura222
19 მაისი 2022 13:28
3
ეს უტიფარი ნახე რა, ისევ გააკეთებ და შენი ....
baggio
19 მაისი 2022 13:17
4
100% თავხედი ნა...რი.
რატი
19 მაისი 2022 17:50
1
გააკეთოს, გააკეთოს და კიდევ მიარჭობენ უფრო გრძელვადიანს!!
ეგრე აკეთოს პერიოდულად და ბოლოს პენსიაზეც გავა!!!
buba
19 მაისი 2022 14:03
3

სიახლეები პოპულარული