სხვა

ჭადრაკი

ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: 32-იდან 7 შედეგიანი

AutoSharing Option
6 სექტემბერს, სასტუმრო "ჰუალინგ პრეფერენსში" მსოფლიოს თასის 2017 წლის გათამაშების მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბაადურ ჯობავა (2702) შავი ფიგურებით ჩინელ იუ იანს (2750) ეთამაშებოდა. მე-18 სვლისთვის მეტოქეებმა უპირატესობას ვერ მიაღწიეს და დაზავდნენ. დღეს თეთრი ფერის ფიგურებით ჯობავა იბრძოლებს წარმატების მისაღწევად.

ჯობავა-იანის წყვილში უძლიერესს მესამე წრეში ადიბანისა (ინდოეთი, 2670) და ევროპის ექსჩემპიონ იან ნეპომნიაშჩის (რუსეთი, 2741) დუეტში გამარჯვებული შეხვდება. მათი პირველი პარტიაც ყაიმით დასრულდა.

საერთოდაც, გუშინ გამართული 32-იდან მხოლოდ შვიდი პარტია გამოდგა შედეგიანი. ამ მხრივ, უპირველესად, მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს
კარლსენის (ნორვეგია) გამარჯვება უნდა გამოიყოს - შავი ფუგურებით მან ალექსეი დრეევს (რუსეთი) აჯობა.

მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფმა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი, 2804) ბორის გრაჩევს (რუსეთი, 2654) მოუგო. მსოფლიოს ექსჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2794) კანადელ ანტონ კოვალიოვთან (2649) დამარცხდა.

ფავორიტთა უმრავლესობა მეტოქეებს დაუზავდა. მაგალითად, ყაიმზე შეთანხმდნენ: ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი, 2729)-ბუ სიანჭი (ჩინეთი, 2714), სო ვესლი (აშშ, 2792)-მატიას ბლუბაუმი (გერმანია, 2633) ლევონ არონიანი (სომხეთი, 2802)-ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2670), ლუკა ლინიჩი (2646)-ფაბიანო კარუანა (აშშ, 2799)...

დღეს მეორე ეტაპის განმეორებითი პარტიები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"