აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს ერთიანი საქართველოს რუკა აჩუქა

AutoSharing Option
ბათუმში, 43-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაცის წარმომადგენლებს ერთიანი საქართველოს რუკა საჩუქრად გადასცა.

,,ჩვენ გვქონდა საჭადრაკო ოლიმპიადის ძალიან ეფექტური გახსნა და გასული 2 კვირის განმავლობაში ბათუმში იყო საჭადრაკო ზეიმი. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ის ხაზს უსვამდა ჩვენი ქალაქის, როგორც საერთაშორისო ქალაქის მნიშვნელობას. ჩემმა წინა გამომსვლელმა სწორად აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან უყვართ სტუმრები. საქართველო არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის როგორც წესი, ისე სტუმრის პატივისცემა.

თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ
ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ, მე მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რათა ასეთი უხერხულობა მომავალში თავიდან იყოს არიდებული - ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია,“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე და ერთიანი საქართველოს რუკა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს გადასცა.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
თურქებსაც რომ ვაჩუქოთ რუკები და გავახსენოთ რა წაგვართვეს კარგი იქნებოდა თუ,ცა მაგას ვინ გაბედავს ან გაგაბედინებთ
რეალობა
06 ოქტომბერი 2018 20:49
0
პირველად მომეწონა ეს ბიჭი- რიჟვაძე
status quo
06 ოქტომბერი 2018 17:04
0
პირველად მომეწონა ეს ბიჭი- რიჟვაძე
status quo
06 ოქტომბერი 2018 17:03
0
პოლიტიკური რუკა ვერ იშოვეს? იქ უფრო გარკვევითაა საზღვრები მოხაზული. ნაბ..რები არიან ვითომ სპორტი აპოლიტიკურიაო და პროპაგანდისთვის კი იყენებენ.
David
06 ოქტომბერი 2018 10:07
1
როგორ გათავხედდნენ ჩვენი ერთმორწმუნე მეზობლები. უკვე საჩუქრად ჩამოაქვთ უაფხაზეთო და უსამაჩაბლოო რუკები.
რუს
06 ოქტომბერი 2018 09:45
1
შენ თუ მარტო ეხლა ხვდები რომ გათავხედნენ კარგად გქონია საქმე. გათავხედდნენ კი არა თავზე გვიშვებიან ამდენი წელია ჩვენ კიდევ ენის მოჩლექით ველაპარაკებით. საერთოდ არ უნდა ჩამოუშვა საქართველოში ეგ ღორები.
გიორგი
06 ოქტომბერი 2018 11:23
3
კარგი იყო
შოთა
06 ოქტომბერი 2018 05:38
1

სიახლეები პოპულარული