სენსაციური მოვლენა ქართული ჭადრაკის ისტორიაში - 13 წლის გოგონამ ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო

AutoSharing Option
ფოტო: ელენე წოწონას პირადი ფეისბუქ-გვერდი

20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულს ელენე წოწონავასა და მის მწვრთნელებს დავით კოდუასა და გოჩა ჩაჩუას ფოთის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა.

მერმა ელენეს გამარჯვება მიულოცა, შემდგომი წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მისი თქმით, 13 წლის ელენე წოწონავას გამარჯვება სენსაციური მოვლენა იყო ქართული ჭადრაკის ისტორიაში.

"სასიხარულო და საამაყო ფაქტია, რომ 13 წლის ელენე წოწონავა საქართველოს ჩემპიონი გახდა 20 წლის მოჭადრაკე ქალთა შორის.

ფოთი ყოველთვის გამორჩეული იყო ნიჭიერი ახალგაზრდების სიმრავლით. ჩვენი ქალაქი სპორტული
ტრადიციებითაც გამორჩეულია. ბევრი გამოჩენილი სპორტსმენი, მათ შორის მოჭადრაკე აღიზარდა ამ ქალაქში. მოხარული ვარ რომ ასეა დღემდე და მომავლშიც ასე იქნება.

Sportall.Ge

ჩვენი გუნდის სახელით მინდა მხარდაჭერა აღვუთქვა ელენეს. მზად ვართ ყველა ნიჭიერ ადამიანს შევუწყოთ ხელი სპორტულ კარიერაში წინსვლისთვის,"- განაცხადა შეხვედრაზე ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი "ნანა"-ს მოჭადრაკე , 13 წლის ელენე წოწონავამ 20 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონიტში გაიმარჯვა. იგი პირველი მოჭადრაკეა, რომელმაც ამ ასაკში მოიგო აღნიშნული ჩემპიონატი. მან ამ გამარჯვებით მოიპოვა მსოფლიოს ახალგაზრდული (20 წლის მოჭადრაკეთა შორის) ჩემპიონატის საგზური, რომელიც გაიმართება 14-26 ოქტომბერს ნიუ დელიში (ინდოეთი).

მაიკო ძაგანია სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 11 /
Gmadlobt patara qartvelo am sixarulistvis
Roini
07 აპრილი 2019 21:42
0
წარმატებები და ბევრი ბევრი სიხარული შენ
evrojorjia
07 აპრილი 2019 13:50
0
ყოჩაღ! ყველა ნიჭიერი ადამიანი მიყვარს!
ლაშა
07 აპრილი 2019 13:35
0
"შენ იხარე ტურფავ, შენ აყვავდი ტურფავ, ჩემო ქვეყანავ"
ამო
07 აპრილი 2019 12:10
0
Indoetshic chempioni unda gaxde elene carmatebebi ♡☆♡☆♡
Emigranti
07 აპრილი 2019 03:44
0
ღმერთმა გამარჯვებები არ მოგაკლოს შენი ქვეყნის სასახელოდ!!!...
არტაგი
06 აპრილი 2019 21:59
0
აბა ყურადღება და ზრუნვა არ მოაკლოთ საამაყო ახალგაზრდას. დალოცვილი გზა გქონდეს საყვარელო
kato
06 აპრილი 2019 19:19
0
მიხარია. იქნებ ამ გოგონამ დაგვიბრუნოს წარსული დიდება. საამისოდ თავის გადადება დასჭირდება, მაგრამ შედეგი ყველაფერს გაამართლებს. სახელიც და მატერიალური კეთილდღეობაც გარანტირებული იქნება.
გია
06 აპრილი 2019 19:14
0
წარმატებები შვილო,დაე მსოფლიოს ჩემპიონობაც გეზეიმოს უფროსებში.
ვინც ზუსტად იცის,იქნებ გაიხსენოთ.მაია ჩიბურდანიძე,13 წლისა არ გახდა სსრკს ჩემპიონი?
სოსო
06 აპრილი 2019 18:40
1
არა 15 წლის ასაკში გახდა
aleqsandre
12 აპრილი 2019 09:16
0
გაიხარე შვილო, წარმატებები. იმედია მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად გამოხვალ
ივერი
06 აპრილი 2019 17:20
0

სიახლეები პოპულარული